TV PLAY
help@meganews.ge
შაბათი, 18 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
შაბათი, 18 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

იმერეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში 7 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

დეპარტამენტის ცნობით, 4 უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია იმერეთში: ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონიაში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზვარესა და ვახანში.

2 უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია აჭარაში – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალსა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ იაკობაურში.

ასევე ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი მოქალაქეს საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა დამონტაჟებული სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში.

“სახერხი საამქროების ტერიორიებიდან ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის, 25 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 0, 37 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.

ვინაიდან შვიდივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე”, – აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება
წინა პოსტი

ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე დაეღუპა, მოულოდნელად გარდაიცვალა

შემდეგი პოსტი

„ჩემი და გელოდება, ანდრია, დაუსრულებელი სიყვარული იქ გააგრძელეთ…”- ერთი ოჯახის ორი ტრაგიკული ისტორია

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'