კლიმატური ცვლილებების ფონზე კურორტებზე დასვენება კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ადამიანები ცდილობენ გაერიდონ ხმაურს, დაბინძურებულ გარემოს. საქართველოში მისი მცირე ტერიტორიის მიუხედავად თითქმის ყოველგვარი ტიპის კლიმატი გვხვდება, რომელთა ბაზაზეც სხვადასხვა პროფილის 80-ზე მეტი კლიმატური კურორტია გაშენებული. კლიმატური თერაპიისა და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე მედიცინის დოქტორი, რეაბილიტოლოგი, კურორტოლოგი მანანა ტაბიძე გვესაუბრა.