სკოლიოზი — ეს არის ხერხემლის გვერდით გადახრა, რომელიც ხშირად ვითარდება ბავშვობასა და მოზარდობაში, განსაკუთრებით სწრაფი ზრდის პერიოდში. თუმცა, ის შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გამოჩნდეს და დროთა განმავლობაში პროგრესირებდეს, თუ მას სათანადო ყურადღება არ მიექცა.
სკოლიოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილი, იდიოპათიური (გაურკვეველი მიზეზით გამოწვეული) ან მეორეული — სხვა დაავადების შედეგი. მისი სიმპტომები შესაძლოა შედარებით მსუბუქი იყოს, როგორიცაა სხეულის ასიმეტრია, მხრების ან თეძოების არათანაბარი მდგომარეობა, მაგრამ მძიმე ფორმებში ის იწვევს ტკივილს, სუნთქვის გაძნელებას და მოძრაობის შეზღუდვასაც კი.
![]()
როგორ აღმოვაჩინოთ სკოლიოზის ნიშნები?
✔️ ერთ მხარზე ან ბეჭზე აწეული სამოსი
✔️ ერთი მხარე უფრო წინ არის გამოტანილი
✔️ ტანსაცმელი არათანაბრად ზის
✔️ ქუსლების სიმაღლის სხვაობა ფეხსაცმელში
✔️ ტკივილი ზურგში ან მხრებში ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ
თუ შენიშნეთ მსგავსი ნიშნები, მნიშვნელოვანია კონსულტაცია ორთოპედთან ან ფიზიოთერაპევტთან.
სავარჯიშოები სკოლიოზის დროს — რა უნდა ვიცოდეთ?
სკოლიოზის დროს ვარჯიში არ უნდა იყოს შემთხვევითი ან ზედმეტი დატვირთვის გამომწვევი. სწორი მოძრაობები ხელს უწყობს ხერხემლის დესტაბილიზებული მონაკვეთების გამაგრებას და პოსტერის კორექციას. ექიმის კონსულტაციის შემდეგ, სახლის პირობებში რეკომენდებულია: განაგრძე კითხვა