TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ასე უჯვროდ იქნება წლების მანძილზე – რა ხდება გელათში

გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ჯვრის ფოტო დღეს საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. გამოითქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ გელათის ტაძარზე არაქართული ჯვარი მონტაჟდებოდა. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა სპეციალისტების კომენტარებიც, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული ჯვარი გელათზე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიდგა. გავრცელებულ ფოტოზე კი მისი მოხსნა იყო ასახული და არა დამონტაჟება. არსებული ინფორმაციით, ჯვრის მოხსნის აუცილებლობა გელათის სახურავზე მიმდინარე სამუშაოების გამო დადგა. როგორც ცნობილია გელათის მთავარი ტაძრის გადახურვას ჰიდროიზოლაციის პრობლემები აქვს, რის გამოც საუკუნოვან ტაძარი საფრთხის ქვეშაა.

 

გელათის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი, რომელიც წლებია გელათის რეაბილიტაციის პროცესს აკვირდება.

 

“გელათის ჯვარზე ვინც წერთ, არ ამონტაჟებენ, ხსნიან და ასე უჯვროდ იქნება წლების მანძილზე ღვთისმშობლის შობის (ძირითადი) ტაძარი ჯერ დაზიანების, შემდეგ მიჩქმალვის მცდელობის და ამ ყველაფერზე უმრავლესობის დუმილის გამოისობით..

 

თან, წულუკიანი ამ დროს ნახევარ ქვეყანას ასამართლებს.. მეტ ცინიზმს წიგნშიც ვერ გადაეყრები! სხვა თუ ვერა, პროპაგანდას მაინც ნუ წაეხმარებით. ფოტო გუშინდელია.

მეცხრამეტე საუკუნიდან დგას გელათის ძირითად ტაძარზე ეს ჯვარი.

 

ახლა არ იდგმება! პირიქით, მოხსნაა 5 წლიანი წკვარამის შედეგი.

 

ალაგ-ალაგ თუ გესმოდა გელათის ამბები და შიგადაშიგ წუხდი კიდეც, ეს ამ პროცესის ერთ-ერთი უარყოფითი შედეგია.

 

არ უნდა მომხდარიყო. არ უნდა იხსნებოდეს.

 

არ უნდა დაეზიანებინა ბიძინას გელათი ისე, რომ ეს გამხდარიყო საჭირო! უკუღმაა.. “- წერს თორნიკე ბარათაშვილი.

 

აღნიშნულ საკითხს ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძეც.

 

“დღეს გელათის მთავარი ტაძრის გუმბათიდან ჯვარი მოხსნეს. ალბათ იწყება გუმბათის კრამიტის სახურავის დემონტაჟი.

ზოგს გაუკვირდა ჯვრის ფორმა და შეიცხადეს. ნუ პანიკდებით ყველაფერზე, ხალხო. მე-19 საუკუნიდან ეს ჯვარი აქვს გელათის მთავარ ტაძარს და ახლა დაინახეთ?! ნახემთვარეზე აღმართული ჯვარი ქრისტიანობის მიერ მუსლიმებზე გამარჯვების სიმბოლია, ფართოდ გავრცელდა ამდაგვარი ჯვრები რუსეთში და მათი გავლენით მე-19 საუკუნეში საქართველოშიც და არაერთ ეკლესიას აქვს.

რაც შეეხება ჯვრიდან გამომავალ სხივებს, დეკორაციულთან ერთად, უპირველესად პრაქტიკული დანიშნულება აქვს, რომ ფრინველები არ დასხდნენ და არ ასკინტლონ.” – წერს ილია ჭიღლაძე.

გაზიარება
წინა პოსტი

,,ფორმულას” ინფორმაციით შს მინისტრის პოსტზე გომელაურს მდინარაძე ჩაანაცვლებს

შემდეგი პოსტი

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'