TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
No Result
View All Result

დაიბადა პირველი ბავშვი, რომელიც რობოტის დახმარებით „ჩაისახა“

ინვიტრო განაყოფიერების (IVF) შედეგად, რომელიც თითქმის სრულად რობოტმა შეასრულა, პირველი ბავშვი დაიბადა. მსგავსი მეთოდით ბავშვი აქამდეც გაჩენილა, თუმცა ახალი სისტემა ადამიანის ჩართულობას ყველაზე ნაკლებად მოითხოვს. ვინაიდან მეთოდი რობოტის გამოყენებას მოიცავს, ადამიანური შეცდომების დაშვების რისკი მცირდება.

IVF-ს ერთ-ერთი მეთოდია ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექცია (ICSI). ეს პროცედურა ლაბორატორიულ ჭურჭელში ტარდება, რა დროსაც სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში შეჰყავთ. მეთოდი ხშირად კაცის უნაყოფობის დროს გამოიყენება, რადგან მისი მეშვეობით სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედამდე მისვლა აღარ სჭირდება. მიღებული ემბრიონები შემდეგ ქალის საშვილოსნოში გადააქვთ.

IVF-ს ჩატარება შესაძლებელია სპერმისა და კვერცხუჯრედის ერთმანეთთან შერევითაც იმ დაშვებით, რომ განაყოფიერება ბუნებრივად მოხდება. ამ მეთოდს ნაკლები სამედიცინო ჩარევა სჭირდება, თუმცა იგი ნაკლებად წარმატებულიც არის.

მიუხედავად მეტი ეფექტიანობისა, ICSI-ს ჩატარება საკმაოდ რთულია, რადგან სამედიცინო პროფესიონალების მხრიდან მაქსიმალური სიზუსტეა საჭირო.

“სხვა პროფესიის ადამიანების მსგავსად, ზოგჯერ ექიმებიც იღლებიან და ყურადღება ეფანტებათ. შედეგად შეცდომები მოსდით, რამაც შეიძლება განაყოფიერებისა და დაბადების შანსები შეამციროს”, — ამბობს ჟაკ კოენი, ნიუ-იორკში მდებარე ბიოტექნოლოგიური კომპანიის, სახელად Conceivable Life Sciences, წარმომადგენელი.

როგორ მუშაობს ახალი მოწყობილობა
ამ პრობლემის გადასაჭრელად კოენმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს მანქანა, რომელიც ICSI-სთვის აუცილებელ 23 ძირითად ნაბიჯს ავტომატურად ასრულებს. თითოეული მოქმედების დასაწყებად ადამიანი სპეციალურ ღილაკს აჭერს, მოქმედების მიმდინარეობას კი შემდეგ პირდაპირ რეჟიმში აკვირდება. ექიმს ამის გაკეთება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია.

ერთ-ერთი ნაბიჯის დროს მანქანა ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელს იყენებს, რათა განაყოფიერებისთვის ვიზუალურად ყველაზე ჯანსაღი სპერმატოზოიდები შეარჩიოს. მეორე ეტაპზე იგი სპერმატოზოიდის კუდს ლაზერით აზიანებს, რათა ამ უჯრედებმა ვეღარ იმოძრაოს და მათი აღება გამარტივდეს. მოწყობილობას შემდეგ სპერმატოზოიდები წინასწარ შეგროვებულ კვერცხუჯრედებში შეჰყავს.

საგულისხმოა, რომ მსგავსი მიდგომით განაყოფიერება აქამდეც შესრულებულა, რის შედეგადაც ორი ცოცხალი ბავშვი დაიბადა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ნაბიჯი მაშინ ადამიანმა შეასრულა და არა მანქანამ.

მეთოდის წარმატებული შედეგები

ახალი სისტემის გამოსაცდელად მეცნიერებმა წყვილი აიყვანეს, რომელსაც შვილის გაჩენა უჭირდა. კაცს არასაკმარისად მოძრავი სპერმატოზოიდები ჰქონდა, ქალს კი — კვერცხუჯრედების წარმოქმნის პრობლემა, რის გამოც დონორის კვერცხუჯრედები გამოიყენეს.

ავტომატიზებულ სისტემას დაევალა, რომ დონორის 8 კვერცხუჯრედიდან გაენაყოფიერებინა 5 მათგანი, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. შედეგად ოთხი ემბრიონი წარმოქმნა. დანარჩენი სამი კვერცხუჯრედი სტანდარტული, ხელით ჩატარებული, ICSI-თ გაანაყოფიერეს და სამი ემბრიონი შექმნეს.

შემდეგ მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი მოდელი გამოიყენეს და ქრომოსომათა შესახედაობის მიხედვით ორი საუკეთესო ემბრიონი შეარჩიეს. ორივე მათგანი ავტომატიზებული სისტემის მიერ იყო შექმნილი. მეორე მხრივ, კოენის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატური მეთოდით მიღებული ემბრიონები უკეთესია — კვლევაში ზედმეტად ცოტა კვერცხუჯრედი იყო გამოყენებული, რომ ამის დადგენა შევძლოთ.

ქალის საშვილოსნოში გადატანილი ერთი ემბრიონი ვერ განვითარდა, თუმცა მეორისგან ბავშვი წარმატებით დაიბადა.

ჯოის ჰარპერი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარი, ამბობს, რომ ეს ნამდვილად დამაიმედებელი პრეცედენტია. მეორე მხრივ, ფართომასშტაბიანი კვლევები უნდა ჩატარდეს იმის გასაგებად, იძლევა თუ არა ახალი სისტემა დაბადების უფრო მაღალ მაჩვენებლებს. წყვილები აქ შემთხვევითობის პრინციპით უნდა დაიყონ ავტომატიზებულ და ხელით ჩატარებულ ICSI ჯგუფებში.

ჰარპერის თქმით, ავტომატიზებული IVF, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ნაკლებად ხელმისაწვდომი იქნება, რადგან დამატებითი ხარჯია. მეორე მხრივ, კოენი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში ეს სიტუაცია შეიცვლება:

“როგორც კი სისტემას დავხვეწთ და სტანდარტულს გავხდით, ველით, რომ პაციენტებისა და კლინიკებისთვის მისი ღირებულება შემცირდება”, — ამბობს ის.

კვლევა გამოცემაში Reproductive BioMedicine Online გამოქვეყნდა, რომელიც პორტალმა on.ge-მ თარგმნა

გაზიარება
წინა პოსტი

ცნობილია კონფლიქტის მიზეზი – ახალი დეტალები სოცქსელში გავრცელებულ ძალადობის შემცველ ვიდეოს ფიგურანტებზე

შემდეგი პოსტი

საქართველოში “წითელას” “აფეთქებაა” – რას ამბობს ივანე ჩხაიძე

კატეგორიები

  • ამინდი
  • ასტროლოგია
  • ახალი წელი 2020
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • ომი უკრაინაში
  • ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

SWIFT გოგირდის აუზები გორდი გურიის სტიქია ელდარ თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'