TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

” გახარია პარლამენტში ისედაც არის, სხვა რადიკალებმა ჩახსნეს სიები, მას ეს არ გაუკეთებია” – დავით მათიკაშვილი

გახარია პარლამენტში ისედაც არის, სიები არ ჩაუხსნია, ამიტომ განცხადებები, რომ პარლამენტს, მის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთო, არის სიცრუე და ტყუილი – არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე ვიხილოთ ჩვენ უკვე შემოსულები, ანუ, რეალურად, საქმეში მყოფი გახარიას პარტიის წვერები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, არაა გამორიცხული, რომ გიორგი გახარიას პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

„გახარია პარლამენტში ისედაც არის. სხვა რადიკალებმა ჩახსნეს თავიანთი სიები, მას ეს არ გაუკეთებია. ამიტომ განცხადებები, რომ პარლამენტს, მის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთო, არის სიცრუე და ტყუილი. გახარია, ამ თავის ოპოზიციურ რადიკალურ ჭრილში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დაველოდოთ და ეს იქნება ყველასთვის ცნობილი. აშკარად, აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე ვიხილოთ ჩვენ უკვე შემოსულები, ანუ, რეალურად, საქმეში მყოფი გახარიას პარტიის წვერები, ისევე როგორც მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში,” – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ თუკი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, „საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთხელ იგემებს უდიდეს მარცხს“, ხოლო, თუკი არ მიიღებს, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის უკეთესი იქნება, რადგან „ჯანსაღი ოპოზიციისთვის ადგილი გამოთავისუფლდება“.

„ოპოზიციას სრული არეულ-დარეულობა აქვს. მათ არანაირი ერთიანი აზრი და ერთიანი გზა არ გააჩნიათ. ისინი პრაქტიკულად, განულებულები არიან საზოგადოების თვალში რეიტინგულად. დღეს, ნაწილი ფიქრობს, რომ დავალების ჭრილში, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ამით შეეცდება, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე კვლავ იტივტივოს. ნაწილი ამ დავალების მოლოდინშია და იმოქმედებს ისე, როგორ დავალებასაც მიიღებს. ერთი, რომ ოპოზიციას პრინციპულობა საერთოდ არ გააჩნია და მეორე – არანაირი ხედვა, არანაირი მომავლის აღქმის უნარი მათ არ აქვთ. ამიტომაც ისინი პოლიტიკური არეალიდან არიან ფაქტობრივად გამქრალი. მიიღებენ მონაწილეობას?! მიიღონ და კიდევ ერთხელ იგემონ საზოგადოების მხრიდან ის უდიდესი მარცხი, რომელსაც აუცილებლად იგემებენ და მიიღებენ არჩევნების შემდეგ. არ მიიღებენ მონაწილეობას?! ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის კიდევ უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ჯანსაღი ოპოზიციისთვის გამოთავისუფლდება ადგილი,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

შემდეგი პოსტი

ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წაუყენეს

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'