TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

აშშ მზად არის, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს – Bloomberg

აშშ მზად არის, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს, – ამის შესახებ­ ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად სურს.

ამასთან, წყაროების განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გამოცემას თეთრ სახლსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარის გაკეთებაზე უარი განუცხადეს.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის გეგმები უკრაინასთან შემდგომ განხილვას საჭიროებს და ევროპელი მოკავშირეები არ არიან მზად, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად აღიარონ.

ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება, თუ რუსეთი ბრძოლის დასრულებას არ დათანხმდება.

ცნობისთვის, მანამდე Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხუთშაბათს პარიზში, აშშ-მა მოკავშირეებს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად წინადადებები წარუდგინა, რომლებიც ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებასა და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმას ითვალისწინებს.

გაზიარება
წინა პოსტი

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირა დღე განსაკუთრებული იქნება

შემდეგი პოსტი

როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'