TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც აპრილის ბოლოსკენ მნიშვნელოვანი წარმატება და იღბალი ელოდება

2025 წლის მარტი საკმაოდ რთული თვე აღმოჩნდა. დაბნელების დერეფანი, რეტროგრადული მერკური და ვენერა, სხვა მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებთან ერთად, ადამიანების განწყობასა და ენერგიაზე სერიოზულ გავლენას ახდენდა. თუმცა, აპრილი, წინა თვესთან შედარებით, ბევრად ხელსაყრელი თვეა.

პლანეტა მერკურმა რეტროგრადული მოძრაობა დაასრულა. თვის შუა რიცხვებიდან კი სიმდიდრისა და ღირებულებების პლანეტა, ვენერა, რეტროგრადულ მოძრაობას საბოლოოდ ასრულებს, რაც შემოსავლისა და კარიერული მიღწევების თვალსაზრისით, ბევრ ჩვენგანს ახალ პერსპექტივებს შესთავაზებს. ზოდიაქოს 5 ნიშანს კი 2025 წლის აპრილის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება:

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

გასული თვის განმავლობაში, რეტროგრადული მერკურისა და ვენერას გავლენით, შესაძლოა, არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდით. ფინანსურმა არასტაბილურობამ და დაუგეგმავმა ცვლილებებმა ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი დააზიანა. მაგრამ, ახლა ყველაფერი შეიცვლება. ორივე პლანეტის ენერგია დიდ წარმატებასა და მოგებას გპირდებათ. ის იდეები, რომლებიც ადრე გადადეთ, ახლა კვლავ გააქტიურდება. ასევე, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდნენ ის ადამიანები, რომლებთანაც კომუნიკაცია გაწყვიტეთ, მაგრამ მათთან ურთიერთობა თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აპრილის მეორე ნახევრიდან თქვენი ყველა მცდელობა და მონდომება დაფასდება და იმაზე მეტ წარმატებას მიაღწევთ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ. გამოიჩინეთ თავდაჯერებულობა და სიახლეების ნუ შეგეშინდებათ. წინ განსაკუთრებით საინტერესო ეტაპი გელოდებათ.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

ემოციურად რთული ეტაპების შემდეგ, ახლა საბოლოოდ ამოისუნთქებთ და თქვენი გეგმების მშვიდად განხორციელებას შეძლებთ. პლანეტა მერკურისა და ვენერას რეტროგრადული მოძრაობა თქვენზე დიდ გავლენას ახდენდა და შესაძლოა, გასული კვირების განმავლობაში უენერგიობა და უმოტივაციობა გაწუხებდათ. აპრილის მეორე ნახევრიდან გექნებათ შანსი, თქვენი მიზნებისა და ოცნებების დიდი ნაწილი რეალობად გადააქციოთ. ფინანსურადაც დაწინაურდებით. კარგი შანსი გაქვთ ბიზნესის წამოწყებისა და თვითგანვითარების თვალსაზრისით. მიენდეთ საკუთარ ინტუიციას. ჩამოაყალიბეთ, რისი მიღწევა გსურთ და გადადგით პირველი ნაბიჯები. ის საქმეებიც კი, რომლებიც აქამდე განსაკუთრებით გერთულებოდათ, ახლა მარტივად გამოგივათ.

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

აპრილის ბოლო თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ხელსაყრელი პერიოდი იქნება. რადიკალური ცვლილებებისთვის მოემზადეთ. ყველაფერი, რასაც წამოიწყებთ, დიდ წარმატებასა და აღიარებას მოგიტანთ. პლანეტების ხელსაყრელი პოზიცია ფინანსურად დაწინაურებასა და ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ. ნუ შეგეშინდებათ სიახლეების. სწორედ ახლა გაქვთ შანსი, მიზნები განახორციელოთ და თავი ბედნიერად იგრძნოთ. ამიტომაც, დროს ნუ დაკარგავთ. მომატებული მოტივაცია, ენერგია მოგცემთ შესაბამის შთაგონებას, რომ დაიწყოთ იმის გაკეთება, რაც დიდი ხანია, გინდათ, მაგრამ აქამდე ვერ ბედავდით.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

პლანეტა მარსი 18 თებერვალს ლომის ნიშანში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი პერიოდი გელოდებათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, წინ დიდი ფინანსური ცვლილებები გელოდებათ. შესაძლოა, დაწინაურდეთ, დამატებითი შემოსავალი, ბონუსი, ჯილდო, აღიარება მიიღოთ. ან იმ საქმეში ნახოთ მეტი წარმატება, რასაც ახლა აკეთებთ. თუმცა, ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი მონდომების გარეშე, თავისთავად მოვა. ამ თვეში თქვენს მონდომებასა და აქტიურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გამოიყენეთ ეს პერიოდი თვითგანვითარებისა და მიზნების მიღწევისთვის. ამისთვის სამყარო ნამდვილად შესანიშნავ ფონს გიმზადებთ.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ლომებს 2025 წლის აპრილის ბოლო არა მხოლოდ იღბალს, არამედ თვითგამოხატვის დიდ სურვილსაც მოუტანს. პლანეტა ვენერას რეტროგრადული მოძრაობის დროს შესაძლოა, ბევრ თქვენგანს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა და თვითშეფასების პრობლემაც აწუხებდა. მაგრამ, ახლა ყველაფერი შეიცვლება. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ახალ, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და ამავდროულად, თქვენთვის მნიშვნელოვან შეთავაზებებსაც მიიღებთ. წინ საკმაოდ აქტიური პერიოდი გელოდებათ. მთავარია, ცვლილებებისა და სიახლეებისათვის მზად იყოთ.

წყარო: ბომონდი 

გაზიარება
წინა პოსტი

მამაკაცი, რომელსაც ორი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

შემდეგი პოსტი

ცნობილია ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომელსაც 24 აპრილამდე საოცარი პერიოდი ექნება

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'