TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“დანით არაერთი ჭრილობა მიაყენეს” – ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 47 წლის გია ხა­ი­კაშ­ვილს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 22 აპ­რილს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს. ნიკა ქუ­შაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­ო­რე პირს – პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვილს 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

 

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ორი პირი და­ა­კა­ვეს. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე, ორ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა, შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, და­ზა­რა­ლე­ბულს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყოფ­მა მე­ო­რე ბრალ­დე­ბულ­მა იცო­და, რომ ჩა­დე­ნი­ლი იყო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, თუმ­ცა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 22 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. ერთ პირს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, მე­ო­რე პირს ბრალ­დე­ბა 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

მოკ­ლუ­ლი გია ხა­ი­კაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი ambebi.ge – ს უყ­ვე­ბა:

“გია სტე­ფან­წმინ­და­ში ცხოვ­რობ­და, უძ­ვირ­ფა­სე­სი პი­როვ­ნე­ბა იყო, ყვე­ლას იმე­დი და გვერ­დში მდგო­მი ვაჟ­კა­ცი. იმ ღა­მით აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს ზე­ი­მობ­დნენ მე­ზობ­ლე­ბი, დღე­ო­ბა­ზე გიაც იყო. ქუ­შაშ­ვი­ლე­ბი – ძმე­ბი და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი (სულ ხუთ­ნი იყ­ვნენ) უზ­რდე­ლობ­დნენ, იგი­ნე­ბოდ­ნენ, რის­თვი­საც გიამ შე­ნიშ­ვნა მის­ცა, წეს­რი­გის­კენ მო­უ­წო­და. ძმებს უთ­ქვამთ, ჩვენ კი­დევ შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთ­სო. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ ისი­ნი რეს­ტო­რან “წა­ნა­რეთ­ში“ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, სა­დაც ქუ­შაშ­ვი­ლებს გიას და­ცინ­ვა და­უ­წყი­ათ, სათ­ვა­ლე ხომ არ გი­ჭერ­სო და მსგავ­სი რეპ­ლი­კე­ბით აიგ­დეს. იქაც მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა და როცა გია უკან წა­მო­სუ­ლა, და­უ­რე­კავთ მის­თვის და საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად და­უ­ბა­რე­ბი­ათ – გვე­ლეთს ჩა­მო­დი, იქ გე­ლო­დე­ბი­თო.

გია ად­გილ­ზე მარ­ტო მი­ვი­და, გვიკ­ვირს, ასე რა­ტომ მო­იქ­ცა, როცა იცო­და, რა სა­ში­ნელ პი­როვ­ნე­ბებ­თან ჰქონ­და საქ­მე… თუმ­ცა, გია უძ­ლი­ე­რე­სი ბიჭი იყო და მის­თვის 4 და 5 კაც­თან გამ­კლა­ვე­ბა, არა­ფე­რი იყო. მისი მე­სი­ჯე­ბი ნა­ხეს, სა­დაც ქუ­შაშ­ვი­ლე­ბი წერ­დნენ, – სადა ხარ, არ მო­დი­ხარ? შე­გე­შინ­და? გე­ლო­დე­ბით… გია და­ნით დაჭ­რეს, ჭრი­ლო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად თა­ვი­სა და ყე­ლის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ად­გილ­ზე ხუთ­ნი ყო­ფი­ლან – ძმე­ბი და მათი სამი ბი­ძაშ­ვი­ლი. სამ­მა მათ­გან­მა მო­ა­ხერ­ხა ყაზ­ბე­გი­დან ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში გა­დას­ვლა, ნი­კამ და პა­ა­ტამ ვერა, რად­გან პი­რო­ბი­თი ჰქონ­დათ (ესე­ნიც ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ სა­ზღვა­რი ვერ გა­დაკ­ვე­თეს, უკან მო­აბ­რუ­ნეს და და­ა­კა­ვეს), ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი არი­ან. ამ­დე­ნი ჭრი­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო და ლა­პა­რა­კიც შე­ეძ­ლო.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მის გამო მოკ­ლეს ასე სა­დის­ტუ­რად მთა­სა­ვით კაცი. ბოლო რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია, ხევ­ში მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, მკვლე­ლო­ბა არა­ვის ახ­სოვს, რაც სა­ა­მა­ყოდ გვქონ­და. ბოლო წლებ­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა და ისეც ასე­თი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა…

გიას მთე­ლი ხევი გლო­ვობს, ისე­თი კარ­გი პი­როვ­ნე­ბა იყო.. მას შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოჯა­ხი ჰყავს. გიას კო­ტე­ჯე­ბი ჰქონ­და ყაზ­ბეგ­ში და აქი­რა­ვებ­და, საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხია, ქალ-ვაჟი და ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა. გიას დღეს დაკ­რძა­ლა­ვენ, გუ­შინ ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვა­რიც შე­ი­რი­გეს (ეს დაკ­რძალ­ვამ­დე უნდა მომ­ხდა­რი­ყო), მაგ­რამ ამ ამ ტრა­გე­დი­ის გაგ­რძე­ლე­ბა რა იქ­ნე­ბა, არა­ვინ იცის“.

წყარო: ამბები. ge

გაზიარება
წინა პოსტი

“დღითიდღე უარესდება მისი მდგომარეობა” – დათას საზოგადოების დახმარება სჭირდება

შემდეგი პოსტი

„ასეთი რამ არ გვინახავს…“ – რას წერენ ქართველი ემიგრანტები თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრაზე

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'