გორში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 1975 წელს დაბადებულმა ს.ა.-მ მამა-შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ.
შსს-ის ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 19-109 მუხლით, რაც ერთი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე უკვე დაკავებულია.