TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთის ტერიტორიებად აღიარება აუცილებელია – სერგეი ლავროვი

ყირიმის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსულ ტერიტორიებად აღიარება უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების აუცილებელი პირობაა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბრაზილიურ გამოცემა O Globo-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის საკუთრებად საერთაშორისო აღიარება აუცილებელია“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, კიევის ყველა ვალდებულება უნდა იყოს იურიდიულად უზრუნველყოფილი, ჰქონდეს აღსრულების მექანიზმები და იყოს უვადო.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი.

„გამოვდივართ იქიდან, რომ კიევის ნატოში არ გაწევრიანება, მისი ნეიტრალური და არაალიანსური სტატუსის დადასტურება უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის 1990 წლის დეკლარაციის შესაბამისად, უკრაინის კრიზისის საბოლოო მოგვარების ორი საფუძვლიდან ერთ-ერთია, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება. მეორე არის კიევში 2014 წლის თებერვლის პუტჩის შედეგად ჩამოყალიბებული ნეონაცისტური რეჟიმის მმართველობის შედეგების დაძლევა, მათ შორის მისი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ყველაფერი რუსულის – ენის, მედიის, კულტურის, ტრადიციების, კანონიკური მართლმადიდებლობის – საკანონმდებლო და ფიზიკური განადგურებას“, – აღნიშნა ლავროვმა.

გაზიარება
წინა პოსტი

საქართველოში არაგადამდები დაავადებები სიკვდილიანობის 94%-ის მიზეზია

შემდეგი პოსტი

რომის პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყება

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'