TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ეს არის პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში ჩატარებული ჩხრეკები – შალვა პაპუაშვილი

ეს არის პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში ჩატარებული ჩხრეკები, რომელიც კანონიერი პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობს. არ ვიცი ვინ ატარებდა ჩხრეკას, თუმცა ვინც ატარებს, დარწმუნებული ვარ, ყველანაირად ყველანაირად კანონიერი საფუძვლით მიდის ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ასევე რამდენიმე აქტივისტის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.

მისი თქმით, ეს პროკურატურის საქმე და საკითხია.

„ვიცით, რომ პროკურატურა იძიებს სხვადასხვა საქმეს – არ დავივიწყოთ, რომ შარშან, დეკემბერში პარლამენტის შტურმის მცდელობა იყო, ძალადობის ბევრი ფაქტი, პარლამენტის დაწვის მცდელობა და პოლიციელზე თავდასხმა. ყველაფერი ვნახეთ, რომ იყო წახალისებული გარედან. ისიც ვნახეთ, რომ იმავე მომენტში, როდესაც შესაბამისმა სტრუქტურებმა – პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან ამოიღო სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა, პოლიციელზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით თავდასხმა. ასე რომ, ვნახეთ, მაშინაც ეფექტურად იმუშავა ჩვენმა სტრუქტურებმა. რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ამაზე დეტალურად ვერ გეტყვით ვერაფერს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გარედან არის მცდელობა, მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ პროკურატურამ ამ მხრივ ქართველ ხალხს პასუხი უნდა გასცეს.

„რაც შეეხება ჩხრეკებს, ეს არის პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში ჩატარებული ჩხრეკები, რომელიც კანონიერი პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობს. არ ვიცი ვინ ატარებდა ჩხრეკას, თუმცა ვინც ატარებს, დარწმუნებული ვარ, ყველანაირად კანონიერი საფუძვლით მიდის ეს ყველაფერი. შესაბამის განმარტებებს პროკურატურა მოგცემთ, დარწმუნებული ვარ. გამოძიების მიმდინარეობისას ერთ-ერთი ღონისძიება რაც არის ხოლმე საჭირო, არის ჩხრეკა, იმისთვის, რომ სხვადასხვა მტკიცებულება იქნას ამოღებული. მნიშვნელოვანია, პროკურატურამ ჩაატაროს, რადგან იმ გამოძიებებს, რომელიც მიმდინარეობს, ექნება სრული სურათი და პასუხი ჩვენი საზოგადოებისთვის – რასთან გვაქვს საქმე. ცალსახად ვხედავთ, რომ გარედან არის მცდელობა, მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ პროკურატურამ ამ მხრივ ქართველ ხალხს პასუხი უნდა გასცეს. ეს არის მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯები იმ მხრივ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი, რასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლში ჩხრეკა დასრულდა. ჩხრეკა მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის” დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ გეგუჩაძის სახლშიც.

გაზიარება
წინა პოსტი

რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

შემდეგი პოსტი

ჩემი სახლიდან ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი – ალბათ, გამოკითხვაზე დამიბარებენ, შემდეგ კი შესაძლოა, მოხდეს დაპატიმრებაც – ალეკო ცქიტიშვილი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'