TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“მსხვერპლი სასიკვდილოდ სცემეს, გაძარცვეს და გაიქცნენ…” – აშშ-ში 3 ქართველი დააკავეს

26 აპ­რილს, ღა­მით, ამე­რი­კა­ში, ვუდ­ლენდ ჰილზ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ სამი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვეს. რო­გორც ირ­კვე­ვა ესე­ნი არი­ან: 38 წლის პა­ა­ტა ყო­ჩი­აშ­ვი­ლი, 46 წლის ზაზა ოთა­რაშ­ვი­ლი და 52 წლის ბე­სიკ ხუ­ციშ­ვი­ლი.

მომხმარის შესახებ ambebi.ge წერს.

26 აპ­რილს, ლოს-ან­ჯე­ლე­სის პო­ლი­ცი­ამ ვუდ­ლენდ ჰილსში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. მოკ­ლუ­ლი 47 წლის ალექ­სან­დრე მო­დე­ბა­ძის სახ­ლში, შა­ბათს გამ­თე­ნი­ი­სას შე­იჭრ­ნენ და მოკ­ლეს. სა­მი­ვე ეჭ­ვმი­ტა­ნილს ბრა­ლი მკვლე­ლო­ბა­ში წა­უ­ყე­ნეს და თი­თო­ე­ულ მათ­განს 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გი­რაო შე­ე­ფარ­და.

  • რას წერს ამე­რი­კუ­ლი მე­დია მომ­ხდარ­ზე?

შა­ბათს, 26 აპ­რილს, გამ­თე­ნი­ი­სას ლოს-ან­ჯე­ლე­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფიც­რე­ბი, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას­თან ერ­თად, დე ლა ოსას ქუ­ჩა­ზე გა­მო­ი­ძა­ხეს.

ად­გილ­ზე მი­სულ­მა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ნა­ხეს სას­ტი­კად ნა­ცე­მი 47 წლის ალექ­სან­დრე მო­დე­ბა­ძე, რო­მელ­სა თა­ვის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბა. მე­დი­კო­სებ­მა ის ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს.

მკვლე­ლო­ბის საქ­მის დე­ტექ­ტი­ვებ­მა გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­ად­გი­ნეს, რომ სახ­ლში სამი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი შე­იჭ­რა, რის მე­რეც მო­დე­ბა­ძე ტყვედ აიყ­ვა­ნეს და მას­ზე იძა­ლა­დეს.

პირ­ვე­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ვან ნა­ის­ში, სე­პულ­ვე­და­სა და ბერ­ბან­კის ბულ­ვა­რე­ბის მახ­ლობ­ლად და­ა­კა­ვეს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ორი – გლენ­დე­ილ­ში.

მომ­ხდარ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, რო­გორც უკვე დავ­წე­რეთ, ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან.

 

  • რას ამ­ბო­ბენ და­ნა­შა­უ­ლი ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ მცხოვ­რებ­ლე­ბი?

ვუდ­ლენდ ჰილ­ზის ამ რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი უკი­დუ­რე­სად შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან მომ­ხდა­რით.

“და­წყე­ბი­თი სკო­ლა მდე­ბა­რე­ობს პირ­და­პირ ქუ­ჩის გა­დაღ­მა იმ სახ­ლი­დან, სა­დაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და, აქა­უ­რო­ბა სა­მუ­შაო დღე­ებ­ში სავ­სეა ბავ­შვე­ბით. ეს ტე­რი­ტო­რია კარგ უბ­ნად მი­იჩ­ნე­ვა… ვლო­ცუ­ლობ მსხვერ­პლის ოჯა­ხის­თვის, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგეს… მომ­ხდა­რი ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა“, – კარ­გი უბა­ნია“, – ამ­ბობს მე­დი­ას­თან მა­ზეო ალე­ნი.

„ის [მო­დე­ბა­ძე] ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი ჩან­და, ყო­ველ­თვის ძაღ­ლთან ერ­თად სე­ირ­ნობ­და. მეც ორი ძაღ­ლი მყავს, ხში­რად ვხვდე­ბო­დით. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რაც მას და­ე­მარ­თა“, – თქვა მე­ზო­ბელ­მა ტონი ვი­ტემ.

“შო­კის­მომ­გვრე­ლია. ღა­მით და­ძი­ნე­ბის მე­ში­ნია, რა მოხ­დე­ბა, თუ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­მიზ­ნე ჩემი სახ­ლიც გახ­დე­ბა?“ – ამ­ბობს კი­დევ ერთი მე­ზო­ბე­ლი ლი­ე­ნი.

დე­ტექ­ტი­ვებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ სამი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი შე­იჭ­რა სახ­ლში, მსხვერ­პლი სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მეს, შემ­დეგ გა­ძარ­ცვეს და გა­იქ­ცნენ.

ლოს-ან­ჯე­ლე­სის პო­ლი­ცი­ას ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­უხ­მა­უ­რე­ბია მო­ტი­ვი და არც ის და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის მი­ზა­ნი ძარ­ცვა იყო, თუ კონ­კრე­ტუ­ლად მო­დე­ბა­ძის ლიკ­ვი­და­ცია.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ჩანს, მო­დე­ბა­ძის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი გა­თი­შუ­ლი იყო.

გაზიარება
წინა პოსტი

ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

შემდეგი პოსტი

უცხოეთიდან, უნებართვოდ მცხოვრები, საქართველოს 1 143 მოქალაქე დააბრუნეს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'