TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აკრძალული პარტიის ე.წ. მემკვიდრე პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ 14-დღიანი ვადა ექნება

საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აკრძალული პარტიის ე.წ. მემკვიდრე პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ 14-დღიანი ვადა ექნება. 14-დღიანი ვადა იქნება განსაზღვრული როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში.

ამ მიმართულებით ინიცირებული კანონის პროექტის დაკორექტირების გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღეს, სადაც პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული ინიციატივა მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილეს.

უფრო კონკრეტულად, პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადებსაც შეეხება – კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეს.

დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით კი, ეს ვადა როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდისთვის მხოლოდ 14 დღით იქნება განსაზღვრული.

„ეს არის ლოგიკური ვადა. იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. მშობელი – ძირითადი პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე უკვე ნამსჯელი ექნება და უნდა ვივარაუდოთ, რომ სათანადო გადაწყვეტილებაც არსებობს, გამომდინარე აქედან, დასადგენი იქნება ე.წ. მემკვიდრე პარტიის საქმიანობის არსის და პერსონალური შემადგენლობის იდენტურობა, რაც დიდ დროს არ მოითხოვს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა საკითხის მეორე მოსმენით წარდგენისას.

გაზიარება
წინა პოსტი

ქუთაისში ავარიის შედეგად ავტომობილი ამობრუნდა

შემდეგი პოსტი

როგორ ამოვიცნოთ, ვის შურს ჩვენი – ფსიქოლოგის განმარტება

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'