TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი კრიმინალური ბანდაა” – თეა წულუკიანი

კომისიის დასკვნაში ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა აღმაშენებელი და აღმშენებელი კი არ იყო, არამედ ახალი ქართველის შექმნის მსურველი ძალა იყო, რომელმაც არ დაინდო ჯარი, არ დაინდო პატიმარი, არ დაინდო ქალი, არ დაინდო ბავშვები, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის შუალედური ანგარიშის წარდგენისას პლენარულ სხდომაზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

წულუკიანის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც მისი გუნდის წევრები, საქართველოს ისტორიაში, როგორც „დადებითი პოლიტიკური თანამდებობის პირები ვერ შევლენ“.

„ამ დასკვნის შედეგი იქნება მრავალნაირი. ერთ-ერთი შედეგი ისიც იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, ამას სხვა სიტყვა არ ჰქვია, საქართველოს ისტორიაში უკვე დოკუმენტურადაც ვეღარ შევა იმად, რადაც მათ უნდოდათ, რომ საკუთარი თავი მცდარად შეეყვანათ. ის ვეღარ შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ქართული სახელმწიფოსთვის ამაგის დამდები, თუ როგორც თავად ამბობს, ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი, რაც თავისთავად, ტყუილი იყო. ყოველ შემთხვევაში, თუ იმ იმედს გაამართლებდა, რითაც ის ხალხმა თავიდან აღჭურვა, პოზიტიურად მაინც შეეძლო შესულიყო ქართულ ისტორიაში. ის ვერ შევა საქართველოს ისტორიაში როგორც დადებითი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვერც მისი გუნდის წევრები და არა მხოლოდ. ჩვენი მიზანია, რომ ფაქტებზე დაყრდნობით და არა იმაზე, მე რა მგონია, ან თქვენ რა შეიძლება გეგონოთ, ან ჩვენს პოლიტიკურ გუნდს რა წარმოუდგენია. არამედ, ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენებთ, რომ ეს ჯგუფი, კრიმინალური ბანდა, აღმაშენებელი და აღმშენებელი კი არ იყო, არამედ ეს რეალურად იყო ახალი ქართველის შექმნის მსურველი ძალაა, რომელმაც არ დაინდო ჯარი, არ დაინდო პატიმარი, არ დაინდო ქალი, არ დაინდო ბავშვები. ბავშვებით იყო ქართული ციხე გადატენილი. არავინ არ დაინდო, რეალურად. არ დაინდო საკუთარი სამშობლო, გაწირა, ტერიტორიები დაკარგა, კიდევ უფრო გაამყარა მტერი სახელმწიფოს, ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის ინტერესები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ა.შ. ეს ყველაფერი ისტორიულად დარჩება ჩვენი პარლამენტის არქივში“,- განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება
წინა პოსტი

” ეს არის ზეწოლისა და ძალადობის რუსული სცენარით განხორციელებული სპეცოპერაცია” – მამუკა ხაზარაძე

შემდეგი პოსტი

” შესაძლოა, რეჟიმმა შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს ჩვენს სიმტკიცეს მხოლოდ გააძლიერებს” – სალომე ზურაბიშვილი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'