TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ ეკონომიკურ კრიზისს, საბედნიეროდ, მათი არც პროგნოზები სრულდება და არც გეგმები ხორციელდება – ირაკლი კობახიძე

ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს და ცდილობდნენ ასეთი აღქმაც შეექმნათ საზოგადოებაში – საბედნიეროდ, მათი არც პროგნოზები სრულდება და არც გეგმები ხორციელდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის გარეშე, ეკონომიკური წინსვლა ვერ იქნებოდა.

„ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს და ცდილობდნენ ასეთი აღქმაც შეექმნათ საზოგადოებაში. აღქმა იმის, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისისკენ წავიდოდა. მინდა გავიხსენო ერთ-ერთი მათი წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც 17 იანვარს აცხადებდა, რომ 3 თვეში, გავიდა უკვე სამი თვე, ლარის კურსი დოლართან მიმართებით იქნებოდა 3.1-ის მიდამოებში, დღეს ის 2.75-ის ფარგლებშია. ეკონომიკის 2%-იანი კლება იყო ნაწინასწარმეტყველები ამ კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსის და ახლა უკვე ექსპერტის მხრიდან. როგორც ითქვა, პირველ კვარტალში გვაქვს 3.9%-იანი ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია 6% და მეტი, ასეთი იყო პროგნოზი და ინფლაციაც არის დასაშვები ზღვრის ფარგლებში. საუბარი იყო იმაზე, რომ ვერ შესრულდებოდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა და როგორც ხედავთ, ეს გეგმა პირველ კვარტალში 120 მლნ ლარზე მეტის გადაჭარბებით შესრულდა.

ძალიან სამწუხაროა, როცა კონკრეტული ადამიანები სრულიად შეგნებულად ცდილობდნენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას, ნიჰილიზმის დათესვას, ამას აქვს, რა თქმა უნდა, კონკრეტული პოლიტიკური მიზეზები, ეს არის დაკვეთა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ. საბედნიეროდ, მათი არც პროგნოზები სრულდება და არც გეგმები ხორციელდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავამართლოთ არა ასეთი ადამიანების, არამედ ჩვენი საზოგადოების მოლოდინები. ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია ეკონომიკა სწრაფად გაიზარდოს, შეიქმნას დამატებით ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს დასაქმებულების შრომის ანაზღაურება, გვქონდეს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე. ყველა მიმართულებით ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური პროგრესი გაგრძელდეს.

მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკურ გუნდს იმ შედეგისთვის, რომელიც გაქვს 2025 წლის პირველ კვარტალში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს. მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა. ამ კუთხით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის შსს-ს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს. გახსოვთ, რა პროცესები გამოვიარეთ ჩვენ გასული თვეების განმავლობაში, რომ არა უმაღლეს მოწოდების სიმაღლეზე შსს-ის, მინისტრის, თითოეული პოლიციელის დგომა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებდით სტაბილურობას და არ გვექნებოდა ასეთი ეკონომიკური ზრდის მონაცემები. ჩვენი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

რა ცვლილებებია დღეიდან სესხებზე

შემდეგი პოსტი

იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 3 პირი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'