TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

თბილისში, “ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი აშენდება

თბილისში, „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი აშენდება, ტერიტორიის მფლობელმა კომპანიამ სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარომ“ მშენებლობის ნებართვა გასულ წელს მიიღო. ინფორმაციას commersant.ge ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, იგეგმება 4 სართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.

„საპროექტო შენობა მდებარეობს ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა № 7, მიწის ნაკვეთის ფართობია: 11867.0 კვ.მ. საპროექტო ტერიტორიას ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთით-აღმოსავლეთით და სამხრეთ- აღმოსავლეთით ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე, ხოლო დანარჩენი მხრიდან ესაზღვრება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.

პროექტის აღწერა: პროექტით გათვალისწინებულია 23.20 მ. სიმაღლის, 7 სართულიანი შენობის მშენებლობა. აქედან: 3 მიწის დონის ქვედა სართულია, 4 სართული მიწის დონის ზედაა. საპროექტო შენობის -16.80 და -13.50 ნიშნულზე განლაგებულია შემოზღუდული ავტოფარეხი. -16.80 და -13.50 ნიშნულზე განლაგებულია ტექნიკური და ელექტრო დანადგარების ოთახები; -5.00 ნიშნულზე განთავსებულია სათადარიგო ელ. მომარაგების ოთახი და სატრანსფორმატორო. -10.00, -5.00, ±0.00, +5.70 და +11.40 ნიშნულებზე განთავსებული სავაჭრო-კომერციული სივრცე საწყობით. +11.40 ნიშნულებზე განთავსებულია ადმინისტრაციის ოფისები და საგამოფენო სივრცეები. მიწისზედა პირველი სართულიდან მიწისზედა მეოთხე სართულის ჩათვლით დაგეგმილია საოფისე სივრცეების განთავსება. პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო სივრცე“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მაჭავარიანია, საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ასათიანი, მოადგილე კი გიორგი მახარაძე.

ცნობისთვის, 2017 წელს სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა. წლების წინ ტერიტორიის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გამოძიების დასრულებამდე ყადაღა ედო „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიას, რის გამოც აქციონერები ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას ვერ ახერხებენ. მათი თქმით, არ განიხილება ტერიტორიაზე ინვესტორის შემოყვანა.

 

commersant.ge

გაზიარება
წინა პოსტი

ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ

შემდეგი პოსტი

ჭიათურაში მასშტაბური აქცია იმართება

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'