TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ქალი გულში ნასროლი ჭრილობით არის გარდაცვლილი” – ცოლ-ქმრის მკვლელობის ახალი დეტალები

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, მეზობლებმა ერთდროულად ორი გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს – შუახნის მამაკაცის და ახალგაზრდა ქალის. პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ ორივე მათგანი წინადღის დაღუპული იყო. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის მომენტში იარაღის გასროლა არც ერთ მეზობელს არ გაუგია. მეორე დღეს ერთ-ერთმა მეზობელმა გარდაცვლილების ბინაში ღიად დატოვებული კარი შენიშნა, რომელიც დიდხანს არავინ დაკეტა, მსგავსი რამ არასოდეს დაუნახავს, ამიტომ კარი შეაღო და შემზარავი სურათი დახვდა – უსულო მდგომარეობაში მყოფი ცოლ-ქმარი იატაკზე განისვენებდა…

ადგილობრივი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მომხდარის შესახებ საუბრობს:

– მომხდარით ჩვენც გაოგნებულები ვართ. სიმართლე რომ გითხრათ, გარდაცვლილები მეზობლებთან თითქმის არ კონტაქტობდნენ, არც ბევრი სტუმარი მოუდიოდათ; თუმცა ბინა იმდენი ხნის დაქირავებული ჰქონდათ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა მაინც გვიწევდა. ესეც რომ არა, ახალციხე ისედაც პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს. ისე კი, მამაკაცი ახალციხელი არ ყოფილა, ასპინძიდან იყო. ქალი იყო ახალციხის ერთ-ერთი სოფლიდან. ისინი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ. კაცი უფროსი იყო, მაგრამ მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, უგებდნენ ერთმანეთს. სამუშაოზე მიდიოდნენ და მოდიოდნენ ხოლმე, ხმაურით არავის აწუხებდნენ. ასე, სრულიად მოულოდნელად, ეს ორივე ადამიანი “დამთავრდა”… დიდი უბედურებაა სიცოცხლის ასეთი დასასრული, ალბათ, თავადაც ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, თუ ასეთი დასასრული ექნებოდათ.

– გავრცელებული ინფორმაციით, ქალი გულში ნასროლი ჭრილობით არის გარდაცვლილი, მას მამაკაცმა ესროლა და მერე თავად მოიკლა თავი. ნუთუ, სროლის ხმა არავის გაუგია?

– ხმა რომ გაგვეგო ვინმეს, ხომ იმავე ღამეს მივიდოდით, რომ ეგებ, რომელიმე მათგანი გადაგვერჩინა. პირველ სართულზე ჰქონდათ ბინა დაქირავებული, მეზობელმა ბინის წინ რამდენჯერმე ჩაიარა და კარი რომ სულ საეჭვოდ ღია იყო, ამიტომ შეაღო და… ორი გარდაცვლილი დახვდა. შოკში ჩავარდა საწყალი. დანარჩენი მეზობლები შეცვივდნენ და პოლიცია გამოიძახეს. მაგას სასწრაფო დახმარების ექიმებიც მოჰყვნენ და პროზექტურაში გადაასვენეს. განაგრძეთ კითხვა

 

 

გაზიარება
წინა პოსტი

რუსთავში ინტერპოლით ძებნილი, “ისლამური სახელმწიფოს” წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შემდეგი პოსტი

“უკრაინა არ წავა „მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'