ადამიანების უმეტესობას აწუხებთ თავბრუსხვევა და ხშირ შემთხვევაში ყურადღებას არ აქცევენ მას. აუცილებელია გავიგოთ მისი გამომწვევი მიზეზები და დროულად მივმართოთ სპეციალისტს, რადგან შემდგომ მდგომარეობა არ დამძიმდეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრა მედალფა კასპის კლინიკის ნევროლოგი, ბატონი ნიკოლოზ სამებელაშვილი.
–რას ნიშნავს თავბრუსხვევა?
ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი განიცდის არამდგრადობას, წონასწორობის დარღვევას; დგომის, გადაადგილების გაძნელებით ან შეუძლებლობით.
–მისი გამომწვევი მიზეზები
კლასიფიცირდება, როგორც ვესტიბულური :
- პერიფერიული :
- ვესტიბულურინევრიტი;
- მგზავრობისშედეგად განვითარებული აუტანლობა ( ავტომობილი, გემი, ჰამაკი, დაკიდებული ხიდი);
- ალკოჰოლი,თამბაქო;
- ოტოტოქსიურიპრეპარატის მიღების შედეგი.
- ცენტრალური (იმ ნაწილების დაზიანება, რომელიც იღებენ ინფორმაციას ვესტიბულური აპარატიდან და გადასცემენ ტავის ტვინს)
- თავისტვინის ტრავმები;
- კისრისტრავმა;
- შაკიკთანასოცირებული ვერტიგო (ვესტიბულური შაკიკი);
- ცნსორგანული და-ბი (ინსულტი); დამბლები;
- ანემია,არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ჰიპოგლიკემია;
- მხედველობისპრობლემები; სტრაბიზმი, დიპლოპია;
- ვესტიბულურინერვის კომპრესია ახალწარმონაქმნით;
- ვერტებრო–ბაზილარული არტერიული უკმარისობა.
–მისი ძირითადი გამოვლინებები
ვერტიგო–სიტუაცია, როდესაც ეჩვენებათ, რომ ადამიანის ირგვლივ საგნები ტრიალებენ ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად. გულის რევა, ღებინება, ნისტაგმი, ჰიპერჰიდროზი…. განაგრძე კითხვა