TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

რა სიახლეა ქართულ მართვის მოწმობებთან დაკავშირებით

ქართულ მართვის მოწმობას საბერძნეთშიც აღიარებენ. როგორც მთავრობებს შორის შეთანხმებაში ვკითხულობთ, მართვის მოწმობების აღიარება ორმხრივია.

კერძოდ, ქვეყნების მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მართვის მოწმობები დამატებითი გამოცდების ჩაბარების გარეშე, გადაცვალონ.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ხელშემკვრელი მხარის [საქართველო-საბერძნეთი) საგზაო მოძრაობის შესახებ რეგულაციები და საგზაო ნიშნები შესაბამისობაშია 1968 წლის 8 ნოემბერს ვენაში მიღებულ კონვენციასთან, მხარეები ორმხრივად აღიარებენ მოქმედ მართვის მოწმობებს (გარდა დროებითი, გამოსაცდელი და სხვა მსგავსი ტიპის მართვის მოწმობებისა).

გარდა ამისა, მხარეები თანხმდებიან, მიანიჭონ მართვის მოწმობის მფლობელებს მათი გადაცვლის უფლება, იმ პირობით, რომ მათ გააჩნიათ ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ორივე მხარის ტერიტორიაზე.

„ერთ-ერთი მხარის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელს უფლება აქვს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით მართოს მისი მართვის მოწმობის კატეგორიით ნებადართული სატრანსპორტო საშუალება, აღნიშნული ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მხარის ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში,“ – წერია შეთანხმებაში.

თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ შეთანხმება არ ათავისუფლებს მართვის მოწმობის გაცვლის მსურველ პირს ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ფორმალობების დაცვის ვალდებულებისაგან. მათ შორის, განცხადების, ჯანმრთელობის ცნობის, შესაბამისი მხარის ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის წარდგენისა და კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეთანხმება მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ასევე, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ხელშეწყობას.

აქვე შეგახსენებთ, იმასაც, რომ მსგავსი შეთანხმება საქართველოს ესპანეთთან და ირლანდიასთანაც აქვს.

გაზიარება
წინა პოსტი

TikTok 530 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

შემდეგი პოსტი

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე ფერდობის ნაწილი ჩამოიშალა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'