TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

დი­რი­ჟო­რი, კომ­პო­ზი­ტო­რი, მუ­სი­კო­სი ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი 74 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­მარ ივე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს:

“ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მოხ­და.დაგვტო­ვა ჩვენ­მა საყ­ვა­რელ­მა ვა­ტომ. ჩემი პირ­ვე­ლი,წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა ჯ.ვერ­დის “ოტე­ლო”ში პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის “ბრა­ვო”ს ფეს­ტი­ვალ­ზე მას უკავ­შირ­დე­ბა და მას მერე ის მუ­დამ ჩემს დიდ მე­გობ­რად და გულ­შე­მატ­კივ­რად დარ­ჩა.მას შემ­დეგ კვლა­ვაც ბევ­რჯერ ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ კონ­ცერ­ტებ­ზე და მისი უზა­დო ერუ­დი­ცია, გა­რეგ­ნუ­ლი და ში­ნა­გა­ნი სი­ლა­მა­ზე,არის­ტოკ­რა­ტუ­ლო­ბა და დახ­ვე­წი­ლო­ბა მარ­თლაც გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი იყო.

ძა­ლი­ან და­მაკ­ლდე­ბი მა­ესტრო. ვერც ვი­ჯე­რებ რომ თქვენ­ზე უკვე წარ­სულ­ში უნდა ვი­სა­უბ­რო. მუ­დამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო­თი მე­მახ­სოვ­რე­ბით. გე­ნი­ო­სი მა­მის ღირ­სე­უ­ლი შვი­ლი ნა­თელ­ში იყოს თქვე­ნი სული “- წერს თა­მარ ივე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი:

და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო (1973, ე. გუ­რე­ვი­ჩის კლა­სი) და სა­დი­რი­ჟო­რო (1977, ო. დი­მიტ­რი­ა­დის კლა­სი) ფა­კულ­ტე­ტე­ბი. სტა­ჟი­რე­ბა სა­დი­რი­ჟო­რო გან­ხრით გა­ი­ა­რა მოს­კოვ­ში გ. როჟ­დესტვენ­სკის­თან და ვე­ნის მუ­სი­კა­ლურ აკა­დე­მი­ა­ში კ. ოს­ტე­რრა­ი­ხერ­თან, იმავდრო­უ­ლად იყო ვე­ნის ოპე­რა­ში ლ. მა­ა­ზე­ლის ასის­ტენ­ტი.

1984–1990წწ. თა­ნამ­შრომ­ლობ­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის მა­რი­ნის თე­ატრთან. იქვე იყო ა. მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ბა­ლეტ “ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის” დამ­დგმე­ლი დი­რი­ჟო­რი. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში თა­ნამ­შრომ­ლობ­და მოს­კო­ვის დიდ თე­ატრთან და ევ­რო­პის სა­ო­პე­რო და­სებ­თან. 1987 წელს იყო სა­ქარ­თვე­ლოს მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კა­მე­რუ­ლი ორ­კესტრის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი (ორი სე­ზო­ნი). 1990 წელს და­ა­ფუძნა მა­რი­ნი­სა და დიდი თე­ატ­რე­ბის, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გი­სა და მოს­კო­ვის ფი­ლარ­მო­ნი­ე­ბის, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის წამ­ყვა­ნი ორ­კესტრე­ბის 120 მუ­სი­კო­სი­სა­გან შემ­დგა­რი სა­ფეს­ტი­ვა­ლო ორ­კესტრი, რომ­ლის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­ვად­ვე იყო. 1996 წლი­დან იყო ე. მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი; 1998–2004წწ. სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი. 2000–2008წწ. მან რუ­სეთ­ში და­ა­არ­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და დიდ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრ “მი­ლე­ნი­უმს”. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და დი­რი­ჟო­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­მარ­თა არა­ერ­თი პრე­მი­ე­რა: ჯ. ვერ­დის “ფალ­სტა­ფი” (2002), რ. ვაგ­ნე­რის “ტრის­ტა­ნი და იზოლ­და” (2003). ა. მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ოპე­რე­ბი: “ჰამ­ლე­ტი”, “მე­დეა” (2007; ყვე­ლა სა­კონ­ცერ­ტო შეს­რუ­ლე­ბა), სი­უ­ი­ტა ბა­ლე­ტი­დან “ჭირ­ვე­უ­ლის მორ­ჯუ­ლე­ბა” (2008), ბა­ლე­ტი-პო­ე­მა “ფი­როს­მა­ნი” (2012), ს. პრო­კო­ფი­ე­ვის VII სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო სო­ნა­ტის სა­ორ­კესტრო ვერ­სია (2014), უ. ერ­კი­ნის სა­ცეკ­ვაო რაფ­სო­დია ორ­კესტრი­სათ­ვის “კი­ო­ჩე­კჩე” (2016), ნ. კო­და­ლის სა­ორ­კესტრო სი­უ­ი­ტა “ტელი ტურ­ნა” (2016) და სხვ.

მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად (იან­ვარ­ში) იმარ­თე­ბო­და ი. შტრა­უ­სის გალა-კონ­ცერ­ტი. 2010 წლი­დან თა­ნამ­შრომ­ლობს თურ­ქე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო და იზ­მი­რის სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრებ­თან. 2017 წელს მას მი­ე­ნი­ჭა ე. მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის სა­პა­ტიო დი­რი­ჟო­რის წო­დე­ბა. 2022 წელს თბი­ლის­ში კი­ე­ვის “კა­მე­რა­ტას” 19-მა მუ­სი­კოს­მა ე. მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად გა­მარ­თა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი. 2018 წლი­დან არის ლ. ისა­კა­ძის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის (“ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი”) მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი. მის რე­პერ­ტუ­არ­შია ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი სიმ­ფო­ნი­უ­რი მუ­სი­კა, სა­ო­პე­რო კლა­სი­კა: ა. მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის №1–7, ა. ბა­ლან­ჩი­ვა­ძის №1, ფ. ღლონ­ტის №6 “Vita Nova”, ი. ჰა­იდ­ნის, ვ. ა. მო­ცარ­ტის, ი. სტრა­ვინ­სკის “კურ­თხე­უ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი”, ლ. ვ. ბე­თჰო­ვე­ნის ი. ბრამ­სის, პ. ჩა­ი­კოვ­სკის, დ. შოს­ტა­კო­ვი­ჩის, გ. მა­ლე­რის სიმ­ფო­ნი­ე­ბი და სხვ. მას ეკუთ­ვნის არა­ერ­თი თხზუ­ლე­ბა: სიმ­ფო­ნი­უ­რი პო­ე­მა “ნა­ცარ­ქე­ქია” (2010), სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტი­ნო (2011), სიმ­ფო­ნია №1 “სამ­ყა­როს ჰარ­მო­ნია” (2013), 10 სო­ნე­ტი შექ­სპი­რის მი­ხედ­ვით (2014), კონ­ცერ­ტი ვი­ო­ლი­ნოს, ფორ­ტე­პი­ა­ნოს, სი­მე­ბი­ა­ნი ორ­კესტრი­სა და და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი­სათ­ვის (2015), “მარ­ში” სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ორ­კესტრი­სათ­ვის, მი­ძღვნა ლ. ვ. ბე­თჰო­ვენს, კომ­პო­ზი­ცია “შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი 2020” (პრე­მი­ე­რა 2022); ოპე­რა “რი­ჩარდ III” (I სცე­ნის პრე­მი­ე­რა შედ­გა 2022), სიმ­ფო­ნი­უ­რი სუ­რა­თი “მა­რი­უ­პო­ლი” მი­უ­ძღვნა 2022 წელს უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. გა­მო­ცე­მუ­ლია მისი სა­დი­რი­ჟო­რო რე­პერ­ტუ­ა­რის და მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის გრამ­ფირ­ფი­ტე­ბი, კომ­პაქტდის­კე­ბი. არის თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის მოწ­ვე­უ­ლი დი­რი­ჟო­რი. პი­ა­ნის­ტი.

გაზიარება
წინა პოსტი

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

შემდეგი პოსტი

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'