TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ბიზნესმენი ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს

ბიზნესმენი და გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გურჯაანში მოხდა.

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, ბიზნესმენს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ამ დროისათვის, გეთიაშვილი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაპირისპირების მოტივი უცნობია.

როგორც „პრაიმტაიმს“ კლინიკაში უთხრეს, გეთიაშვილს ორი ჭრილობა აქვს მიყენებული.

გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალის“ მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, დაჭრილს ქირურგიული წესით ჭრილობები უკვე დაუმუშავეს, თუმცა, რამდენ ხანს დარჩება ის საავადმყოფოში, უცნობია.

„ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს მუხლსა და ხელზე. ქირურგიული ჩარევა უკვე განხორციელდა, დაყოვნებულია საავადმყოფოში და ჯერ ვერ გეტყვით, რამდენ ხანს იქნება საჭირო მისი აქ ყოფნა“, – განაცხადა შათირიშვილმა „პრაიმტაიმთან“.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბიზნესმენ გეთიაშვილს, საკუთარ სადარბაზოსთან დახვდნენ.

გეთიაშვილი გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილეა და ამჟამად, ტექნიკის მაღაზია და კვების ობიექტები აქვს.

გაზიარება
წინა პოსტი

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

შემდეგი პოსტი

კახეთის პოლიციამ 4 ნარკორეალიზატორი დააკავა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'