TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

გარდაცვლილი პატიმრის საქმე – ვრცელდება ციხის კადრები

სპეციალური პენიტენციური სამსახური ისევ ამტკიცებს, რომ პატიმარ იოსებ გორგაძის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

უწყება პატიმართან დაკავშირებით ვიდეომასალათა ციკლს ასაჯაროებს. 

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ბრალდებულ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალათა ციკლს, რომლის მიხედვითაც ბრალდებულის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. არსებული ვიდეომასალა საკმაოდ მოცულობითია და ვასაჯაროებთ მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს.

ვიდეომასალა თარიღებისა და საათების მიხედვით თვალსაჩინოდ ასახავს იმ რეალობას, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული დღეების სრული ვიდეომასალა (14 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით, სრული ვიდეომასალა, დაახლოებით 220 საათი), კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულია გამოძიების მიერ და ასევე ხელმისაწვდომი იყო გარდაცვლილი პირის უფლებადამცველისთვის.

ვიდეო N1 – 2025 წლის 21 იანვარს 14:35 საათიდან 15:10 საათამდე პერიოდში ბრალდებული ი.გ. გაყვანილი ჰყავდათ აბანოში, საიდანაც უვნებლად ბრუნდება საკანში.

ვიდეო N2 – 2025 წლის 22 იანვარს 13:16 საათზე ბრალდებული ი.გ. გამოიყვანეს საკნიდან და რეკავს ტელეფონზე;
13:25 საათზე შედის ექიმის ოთახში (სადაც ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობს);
13:32 საათზე პატიმარი დააბრუნეს საკანში.

ვიდეო N3 – 2025 წლის 23 იანვარს 08:09 საათზე მომსახურე პატიმარმა მიაწოდა საკვები;
09:24 საათზე ჩატარდა საკნის დილის შემოწმება (საკნიდან არავინ გამოსულა) საკანში შევიდა თანამშრომელი, დაჰყო ერთ წუთამდე და გამოვიდა;
09:32 საათზე დარიგდა საკვები;
11:24 საათზე მომსახურე პატიმარმა საკნის კართან დადო მაღაზიის პარკი;
11:32 საათზე თანამშრომელმა შეაწოდა აღნიშნული პარკი (საკანში არ შესულა), კარიდან ესაუბრებოდა ერთ წუთამდე;
12:40 საათზე საკანთან მივიდა სოციალური დანაყოფის თანამშრომელი (არ შესულა), გაესაუბრა საამანათე დარაბიდან;
13:51 საათზე საკანთან მივიდა მომსახურე პატიმარი და ესაუბრებოდა საამანათე დარაბიდან;
14:03 საათზე დარიგდა საკვები;
14:25 საათზე თანამშრომლები ჩქარი ნაბიჯით შევიდნენ საკანში;
14:27 საათზე საკანში შევიდნენ ექიმი და ექთანი;
14:51 საათზე პატიმარი ი.გ. საკაცით გაიყვანეს საკნიდან;
15:00 საათზე დაწესებულებაში მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა;
15:01 საათზე სასწრაფოს ექიმები შევიდნენ სამედიცინო ოთახში;
15:19 საათზე სასწრაფოს ექიმები გამოვიდნენ ოთახიდან და 15:21 საათზე პატიმარი საკაცით მოათავსეს სასწრაფოს მანქანაში;
15:24 საათზე სასწრაფოს მანქანა გავიდა ე.წ. შლუზიდან.
15:58 საათზე ბრალდებული შეჰყავთ კლინიკა „ვივამედში“.

გამოძიებას აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველო. გამოძიების შედეგები საზოგადოებას ეცნობება. კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამთ ბრალდებულის ი.გ-ს გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
წინა პოსტი

საქართველოდან უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევეს

შემდეგი პოსტი

ბედნიერი და წარუმატებელი დღეები – მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'