TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ქალ აქტივისტებს, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ

აქტივისტ ქალებს, რომლებსაც გუშინ ლიფტში წიწაკის სპრეი და ბრილიანტის მწვანე შეასხეს, თვალებზე პირველი ხარისხი დამწვრობა აქვთ. ისინი გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს.

ნუცა მახარაძე “პირველებს” მომხდარის შესახებ უყვება. ამბობს, რომ აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც უცნობი ახალგაზრდა ლიფტთან ჩაუსაფრდა და ღიობიდან კაბინაში აქტივისტებს წიწაკის სპრეი შეასხა. ქალი ამბობს, რომ ამ რაოდენობის სპრეის გამოყენებას შესაძლოა, ფატალური შედეგიც კი გამოეწვია.

მახარაძე ამბობს, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ, ახალგაზრდა კაცია და ამის დადგენა მისი ხმის ტემბრით შეძლო, რადგან ის აქტივისტებს აგინებდა და “ნაცებთან” მოიხსენიებდა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მასზე თვალთვალი ხორციელდება.

კარიდან არც გამოვსულვართ, ლიფტს აქვს პატარა ღიობი ამოჭრილი, ძველი ლიფტია და იქ გველოდებოდა. ქვევით ალბათ ვიღაცამ გააფრთხილა, რომ უკვე მოვედით. შემოჰყო ამ ღიობში ხელი, ჩაკეტილ ლიფტში ვიდექით სამი ქალი და წიწაკის სპრეი ბოლომდე დაცალა, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ მხედველობა შეუძლებელი იყო. მეზობლებიც კი, რომლებიც გამოვიდნენ, მოიწამლნენ, და შემდეგ შემოგვასხა ეს მწვანე ფერის საღებავი, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ არის ბრილიანტის მწვანე. ამის შემდეგ სალომემ და ქეთიმ მიიღეს წიწაკის სპრეისგან პირველი ხარისხის დამწვრობა თვალებზე, მერე ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. აქვთ მწვავე ალერგიული ფონი და წიწაკის სპრეის ამ რაოდენობით გამოყენება მათ წინააღმდეგ შეიძლება, ფატალურად დასრულებულიყო. 

სავარაუდოდ, ეს არის ძალიან ახალგაზრდა კაცი. ხმით მივხვდი, იმიტომ, რომ ის გვაგინებდა, როგორც ნაცებს ისე მოგვიხსენიებდა და ეს ამიტომ დავიმსახურეთ. სამიზნეები ხდებიან ადამიანები, ვისაც ეს უბადრუკი ქცევები არ აშინებს, – ამბობს მახარაძე. 

კიდევ ერთი აქტივისტი ქალი ყვება, რომ ორი კვირის წინ ქეთი ჯანანაშვილს ავტმობილის საბურავები დაუჭრეს.

რამდენიმე კვირაა, ნუცას, ჩვენს მეგობარს და ქეთი ჯაჯანაშვილს, რომელიც ასევე იმყოფებოდა გუშინ ამ ლიფტში, თუ არ ვცდები, ორი კვირის წინ დაუჭრეს საბურავები. მათ არ იცოდნენ, რომ გარე კამერები აქვს ქეთის სახლში და ჩანს მანქანის ნომრები. შემდეგ იგივე მანქანა დახვდა მათ მანქანას, როდესაც ქეთი აცილებდა ნუცას სახლში რამდენიმე დღის შემდეგ. ისინი გამოელაპარაკნენ, მაგრამ უცებ გაიქცნენ ეს ადამიანები და მეზობელმაც გვითხრა, რომ დაახლოებით რვა საათზე გუშინ საღამოს, ფაქტი მოხდა 11 საათზე, შეამჩნია, რომ ლიფტთან იჯდა ვიღაც ტიპი და როგორც ჩანს ელოდებოდა და წინა დღესაც ამოყვა ნუცას ფეხით, როდესაც ლიფტით ამოდიოდნენ.  სავარაუდოდ, უნდოდა, გაეგო, რომელ სართულზე ჩერდება, რომ დაეგეგმა ზუსტად ეს თავისი აქტი. ნუცას მიმართ ეს არ არის პირველი ხერხი, რასაც მიმართეს იმისთვის, რომ ნუცა დააშინონ, – ამბობს აქტივისტი. 

სადარბაზოში, სადაც თავდასხმა მოხდა, სათვალთვალო კამერა არ არის. შესაბამისად, ერთადერთი მტკიცებულება ახლა ის ბოთლია, რომელიც ჯერ კიდევ ლიფტთან გდია და რომელშიც სწორედ ბრიილანტის მწვანე ესხა.

ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები იმყოფებიან, თუმცა ვერ პასუხოებნ კითხვას, რატომ არ მიაქვთ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება – ბოთლი საგამოძიებო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ტიტუშკების სამიზნე  გუშინ საღმოს აქტივისტი ქალები – ნუცა მხარაძე, ქეთი ჯანანაშვილი და მათი  მეგობარი გახდნენ. რეჟიმის მოწინააღმდეგეებს სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს. ლიფტიდან  გამოსულებს სახეში ე.წ წიწაკის სპრეი და საღებავი შეასხეს და ტერიტორიიდან გაქცნენ.

ქალ აქტივსიტებზე თავდასხმა შუაგულ თბილისში, ვაჟა- ფშაველას გამზირზე მოხდა. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

აქტივისტ ნუცა მახარაძისთვის სახეში საღებავისა და წიწაკის სპრეის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას.

tvpirveli

გაზიარება
წინა პოსტი

შემოწმებული ფულის 60% ყალბი აღმოჩნდა – სამეულშია 100 ლარიანი ბანკნოტები

შემდეგი პოსტი

თითქმის მთელი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ნაცისტური დროშის ქვეშ ომს აწარმოებს და მხარს უჭერს ზელენსკის ღიად ანტირუსულ რეჟიმს, რომელიც ნაცისტური დივიზიის შევრონებიან მებრძოლებს ხორცსაკეპ მანქანაში ყრის – სერგეი ლავროვი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'