კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
♈ ვერძი
ამ კვირაში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები დაგეგმოთ. გააზრებული ინვესტიციები და გრძელვადიანი გეგმები წარმატებას მოგიტანთ. ურთიერთობებში ყურადღება მიაქციეთ ემოციებს და ინტუიციას. შაბათ-კვირას ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან კონსენსუსს მიაღწიოთ.
- სასიკეთო დღეები: 8, 11
- არასასიკეთო დღე: 7
♉ კურო
მოულოდნელი შესაძლებლობები და წარმატებები გელით. პრობლემები მარტივად მოგვარდება, თუ სიზარმაცეს მოერიდებით. პირად ცხოვრებაში ვნების გაძლიერებაა მოსალოდნელი. შაბათ-კვირას ერთგული იყავით ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ.
- სასიკეთო დღეები: 7, 10
- არასასიკეთო დღე: 5
♊ ტყუპები
ინიციატივა და ანალიტიკური უნარები წარმატებას მოგიტანთ. შესაძლებელია, რომ თქვენი ყველაზე გაბედული სურვილები ასრულდეს. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენებია მოსალოდნელი. შაბათ-კვირას მოერიდეთ ღია დაპირისპირებას.მთავარი გვერდი.
- სასიკეთო დღეები: 6, 9
- არასასიკეთო დღე: 8
♋ კირჩხიბი
გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დროა. სიტყვები შთამაგონებელი გახდება, რაც წარმატებას მოგიტანთ. შაბათ-კვირას ბავშვებთან უთანხმოება მოსალოდნელია, ეცადეთ, საერთო აზრი იპოვოთ.
- სასიკეთო დღეები: 8, 10
- არასასიკეთო დღე: 9
♌ ლომი
ძველი მეგობრების გახსენება და გეგმების მოწესრიგება შვებას მოგიტანთ. საჯარო გამოსვლებისთვის და ინტერვიუებისთვის კარგი დროა. შაბათ-კვირას ფრთხილად იყავით, რათა არ მიიღოთ დამახინჯებული ინფორმაცია.მთავარი გვერდი.
- სასიკეთო დღეები: 6, 11
- არასასიკეთო დღე: 9
♍ ქალწული
ცვლილებების დროა. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა და ახალი პერსპექტივების მოძიება წარმატებას მოგიტანთ. შაბათ-კვირას ბავშვებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ.
- სასიკეთო დღეები: 5, 9
- არასასიკეთო დღე: 6
♎ სასწორი
დაგროვილი საკითხების მოგვარების დროა. დიალოგისა და ნდობის ძალა დაგეხმარებათ ბიზნესპარტნიორებთან სადავო საკითხების მოგვარებაში. შაბათ-კვირას დიპლომატიური უნარების დემონსტრირება დაგჭირდებათ.
- სასიკეთო დღეები: 8, 10
- არასასიკეთო დღე: 6
♏ მორიელი
პრაგმატული იდეები და მდგრადი გადაწყვეტილებები წარმატებას მოგიტანთ. კვირის პირველი ნახევარი უფრო პროდუქტიული იქნება. შაბათ-კვირას შეეცადეთ, დრო მხიარულად გაატაროთ.
- სასიკეთო დღეები: 5, 10
- არასასიკეთო დღე: 9
♐ მშვილდოსანი
გრანდიოზული გეგმების დასახვის დროა. ოთხშაბათს საქმიან ურთიერთობებში დაძაბულობა მოსალოდნელია. შაბათ-კვირას მოულოდნელი და უსიამოვნო სიურპრიზები მოსალოდნელია, მაქსიმალური ყურადღება დაგჭირდებათ.
- სასიკეთო დღეები: 8, 9
- არასასიკეთო დღე: 6
♑ თხის რქა
მრავალი საკითხი მშვიდად და სტრესის გარეშე მოგვარდება. თქვენი უჩვეულო იდეები კოლეგებს აღაფრთოვანებს. შაბათ-კვირას გამონახეთ დრო დასვენებისა და გართობისთვის.
- სასიკეთო დღეები: 8, 11
- არასასიკეთო დღე: 5
♒ მერწყული
დაგეგმვის, მოლაპარაკებებისა და თვითგამოხატვის დროა. კვირის ბოლოს ჰარმონიული ასპექტები ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. შაბათ-კვირას სასურველია, დაისვენოთ ბუნებაში.
- სასიკეთო დღეები: 7, 10
- არასასიკეთო დღე: 9
♓ თევზები
ახალი კავშირების დასამყარებლად ხელსაყრელი დროა. ოთხშაბათს მიიღებთ დიდი ხნის ნანატრ ინფორმაციას. შაბათ-კვირას მეტი ყურადღება მიაქციეთ დასვენებას.
- სასიკეთო დღეები: 6, 9
- არასასიკეთო დღე: 8