ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმეზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსის, ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა შეძახილების ფონზე მიმდინარეობს.
მოქალაქეები სკანდირებენ: თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა“, „დგებუაძე, ცრუ მოწმე ხარ“.
ირაკლი დგებუაძე სხდომაზე „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული.