TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

” თეა წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერზე პასუხს პირუთვნელ სასამართლოსთან აგებს” – ნიკა მელია

თეა წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს პირუთვნელ სასამართლოსთან აგებს, რისთვისაც ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების უმრავლესობა იბრძვის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა.

მისივე შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება „უსამართლობაა”.

„ჩვენ ვესწრებოდით სასამართლო პროცესს. არც მუქარაში მინდა ჩაითვალოს და ზოგადად, მგონია, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი განსაკუთრებით ოპოზიციიდან, როდესაც იმუქრება, (მე ასეთი მუქარის არ მჯერა), არასდროს არ რეალიზდება.

ქალბატონმა წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს პირუთვნელ სასამართლოსთან აგებს, რისთვისაც უმრავლესობა, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანი იბრძვის – ბევრი აქტიურად, ბევრი პასიურად, მაგრამ იბრძვის, ისეთი საქართველოსთვის, სადაც მოსამართლე მოსამართლე იქნება, სასამართლო სასამართლო იქნება და არა ბიძინა ივანიშვილის უნივერსამი. აღმასრულებელი ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება და არა სადენით მიბმული ბიძინა ივანიშვილზე. ასევე, საპარლამენტო ორგანოც ცალკე სახელისუფლებო შტო იქნება. ასეთი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოსთვის ვიბრძვით, რომელიც მოსამართლე, პროკურორი მსგავს დანაშაულებს აღარ ჩაიდენს.

ჩემი აზრით, ირაკლი ოქროაშვილმა გააკეთა ის, რაც მან ჩათვალა, რომ გასაკეთებელი იყო. უსამართლობაა! ხალხო წარმოიდგინეთ, თეა წულუკიანი არალეგიტიმურ პარლამენტში, არალეგიტიმური შექმნილი კომისიის ფარგლებში გიბარებს, სადაც შავით თეთრზე (რეგლამენტში) უწერიათ, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის წევრების ნახევარი ოპოზიციონერები უნდა იყვნენ. მხოლოდ მაშინ ექნება ამ კომისიას ძალა და არცერთი ოპოზიციონერი იქ არ არის. შესაბამისად, ამ სიყალბეს თვალი ადამიანმა არ გაუსწორა”, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.

გაზიარება
წინა პოსტი

“მგზავრი, ფაქტობრივად, არ არის” – რას ამბობენ მძღოლები ცვლილებაზე, რომელიც მომდევნო თვიდან უნდა ამოქმედდეს

შემდეგი პოსტი

“ღამით, როცა ყველამ დაიძინა, მერე გაპარულა სახლიდან” – რას ჰყვებიან ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ 14 წლის მოსწავლეზე?

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'