TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვნება იქნება – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას [საქართველოს ხელისუფლების მიმართ] და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როდესაც 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვნება იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების „რუსული საფრთხე და მისი აღქმა: პოლონური, უკრაინული და ქართული გამოცდილებების მიხედვით“, დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში ხდება დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და იმ ადამიანების დაუსჯელობა, რომლებმაც აქტივისტების წინააღმდეგ იძალადეს.

„უფრო უარესი ის არის, რომ ის, რაც საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში ვნახეთ, არის დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და სრული დაუსჯელობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქუჩაში ხალხს სცემდა. სწორედ ამიტომ, როგორც ევროკავშირი, ვცდილობთ ძალადობაში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. მაგრამ, როგორც არაერთხელ აგიხსენით, ევროკავშირის დონეზე სანქციების დაწესებისთვის, ჩვენ გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა. ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება და ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჩვენი წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ ორმხრივი სანქციების შემოღება და სულ უფრო მეტი ქვეყანაა, რომლებიც მიზნად ისახავენ ფიზიკურ პირებს, თანამდებობის პირების დასანქცირებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში. ამავდროულად, ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია მივაღწევთ იმ მომენტს, როდესაც 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვნება იქნება,“ – განაცხადა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი იყო ეროკავშირში გაწევრიანება და მათ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს შეიტანეს. ელჩის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაშორების ნაცვლად, დაუახლოვდეს ევროკავშირს.

„გთხოვთ, დაგვიახლოვდეთ და ნუ მოგვშორდებით. სამწუხაროდ, ჩვენი საქმე სრულიად იგნორირებულია. ევროკავშირი ეფუძნება ღირებულებებსა და პრინციპებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს. და როგორც ევროკავშირი, ჩვენ ასევე ღია ვართ სხვა ქვეყნებისთვის გაწევრიანებისკენ. ეს, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით საფუძველზეა. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც ოფიციალურად მიმართა ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

და ეს იყო იგივე მთავრობა, „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც 2022 წელს მიმართა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მე აქ გამომგზავნეს, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, რათა დაგეხმაროთ ამ პროცესში და დავრწმუნდეთ, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში. განაცხადის შეტანით, ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო.

მათ აიღეს ვალდებულება, დაემორჩილონ, პატივი სცენ იმავე პრინციპებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. და რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი წელიწადნახევრის წინ, ქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა, რომელიც შემოიღეს საქართველოში, ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს. და ეს არაერთხელ გაჟღერებულა ევროპის საბჭოს, ჩვენი ყველა ლიდერის მიერ. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს, გთხოვთ, არ გააკეთოთ ეს. გთხოვთ, დაგვიახლოვდეთ და ნუ მოგვშორდებით. სამწუხაროდ, ჩვენი საქმე სრულიად იგნორირებულია.“- განაცხადა მან.

გაზიარება
წინა პოსტი

X მოწვევის პარლამენტი უახლეს ქართულ ისტორიაში შემობრუნების წერტილად იქცა – შალვა პაპუაშვილი

შემდეგი პოსტი

მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის – შალვა პაპუაშვილი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'