TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის – შალვა პაპუაშვილი

მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის – პოლარიზაცია უცხოეთმა მოგვახვია თავს, მათი „კანვასური“ თუ „იუესაიდური“ პროპაგანდა, სიძულვილი თუ დაკანონებული ძალადობა ლამისაა მთლიანად ევროკავშირთან გაიგივდეს! ამ ტრაგიკულ მოცემულობაში სწორედ ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ პოლიტიკოსსა და დიპლომატს მიუძღვის პირდაპირი წვლილი! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დონორების მხრიდან ფულის ხარჯვის შედეგებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ფონზე, ერთადერთ გზად საკითხის საკანონმდებლო რეგულაცია დარჩა.

როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, 2023 წლის გაზაფხულიდან პარლამენტმა დაიწყო საკანონმდებლო პროცესი, რომლის მიზანიც ქართული პოლიტიკის ჩრდილოვანი დაფინანსების გასაჯაროება იყო.

პაპუაშვილის შეფასებით, “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა და მის გარშემო აგორებულმა მოვლენებმა ლაკმუსის ქაღალდის როლი შეასრულა.

„არ შეიძლება რომელიმე სახელმწიფო მილიონობით დოლარის ხარჯვით გავლენას ახდენდეს უცხო საზოგადოების ცხოვრებაზე და ამ საზოგადოებას უმალავდეს თუ რას და რისთვის ხარჯავს. სხვა სახელმწიფოს მიმართ ამგვარი მეურვეობითი დამოკიდებულება, “მესამე სამყაროს“ და “ბანანის რესპუბლიკის“ კატეგორიებით აზროვნება მე-20 საუკუნეს ჩაბარდა.

გამჭვირვალობის შესახებ კანონმა და მის გარშემო აგორებულმა მოვლენებმა ლაკმუსის ქაღალდის როლი შეასრულა. 2023 წელს რევოლუციური მოძრაობის ესტაფეტა პირდაპირ უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დონორებმა ჩაიბარეს და წინა პლანზე გადმოინაცვლეს. სწორედ ამიტომ შეარქვა ერთ-ერთმა ელჩმა, პირველმა, გამჭვირვალობის ქართულ კანონს რუსული, სწორედ ამიტომ შეგვირაცხეს გმირად ადამიანი, რომელმაც სხვა ადამიანის “მოლოტოვის კოქტეილით“ დაწვა სცადა, სწორედ ამიტომ დაარქვეს ქვის სროლას მშვიდობა, ხოლო ქვის მსროლელის დაკავებას – ომი. როგორც “მოლოტოვის კოქტეილია“ უცხო და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე უცხო და მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ბედის უცხო კურატორებისთვის გადაბარება. ჩვენ პროცესი შევანელეთ და ამიტომ რევოლუციის ეს მცდელობაც ჩავარდა. 2023 წელს ყველა ის უცხო თუ შიდა აქტორი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ზემოქმედებას მოახდენდა, გამოვლენილი და გამოაშკარავებული იყო,’’- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, 2024 წლის საარჩევნო კამპანია უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე წარიმართა

„ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იქნებოდა ფინალური ბრძოლა, ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს იქნებოდა რეფერენდუმი.

კოლექტიური “ნაცმოძრაობა“, მსხვილი თუ წვრილი ენჯეოები, აქტივისტი მედიამუშაკები, დესტრუქციული, პარტიული მედიაარხები, ტრეინინგ-გავლილი მზა დემონსტრანტები, უცხოელი დონორები და დიპლომატები, ყველა ერთად წარმოდგნენ რეფერენდუმად მონათლულ არჩევნებზე, მიმავალი და ყავლგასული პრეზიდენტით სათავეში. ცალ ფეხზე დგომის, უცხო ინტერესების შესატყვისი, ევროპერსპექტივის ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი დაუპირისპირდა ნამდვილ, ქართულ, ეროვნულ ინტერესებზე აგებულ მშვიდობისა და კეთილდღეობის დღის წესრიგს, რომელსაც “ქართული ოცნება“ განასახიერებს. საბედნიეროდ, ისტორიის გაკვეთილებსა და ღრმა ცივილიზაციური მეხსიერების მქონე ქართველმა ერმა, ამომრჩეველთა სრულმა უმრავლესობა ზუსტად დაინახა თუ სად იყო ჭეშმარიტება, სიმართლე და ქვეყნის ნამდვილი ინტერესი. დაინახა და სწორი არჩევანიც გააკეთა.

ძალა ერთობაშია, სიკეთე ამთლიანებს, ბოროტი კი ჰყოფს. ისტორიულად საქართველოს დამარცხების ფორმულა სწორედ ეს იყო, ჩვენი დაქუცმაცება და გათითოკაცება. ეს პოლარიზაცია ამჯერადაც უცხოეთმა მოგვახვია თავს, მათი „კანვასური“ თუ „იუესაიდური“ პროპაგანდა, სიძულვილი თუ დაკანონებული ძალადობა ლამისაა მთლიანად ევროკავშირთან გაიგივდეს, ხოლო ამ ტრაგიკულ მოცემულობაში სწორედ ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ პოლიტიკოსსა და დიპლომატს მიუძღვის პირდაპირი წვლილი. მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის. ასეთ ვითარებაში გამარჯვების ფორმულაა ერთობა, სიმტკიცე და რწმენა, შენი ქვეყნის, შენი ხალხის, შენი ისტორიის. და ჩვენ ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგეთ. მეათე მოწვევის პარლამენტი იქცა შემობრუნების წერტილად, როდესაც ჩვენ, ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედად ეროვნული ინტერესი ვაქციეთ, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წესად სიბრძნით მოქმედება. სიბრძნე კი ისაა, გზა მანამდე დაინახო, სანამ ურემი გადაბრუნდება. სწორედ ეს შევძელით ჩვენ. ჩვენ არც ურემი გადავაბრუნეთ და არც ქვეყნის ჩარხი დავატრიალეთ უკუღმა. ეს მისია დღეს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა გადმოიბარა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და ქვეყნის ინტერესების შემდგომ მსახურებას. ქვეყნის გამთლიანება და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა არის ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ყველა სხვა მიზანი, განზრახვა და მისწრაფება ამ ორი საზომით გაიზომება. ამ საქმეში ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვნება იქნება – პაველ ჰერჩინსკი

შემდეგი პოსტი

რამდენ ძალადობას ვხედავთ, მოვუწოდებ ლიდერებს: შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ – რომის პაპი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'