TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

18 წლის გოგონა, რომელიც მოგზაურობიდან გაუჩინარდა, საქართველოში დააკავეს, ამბობს, რომ ორსულადაა” – რას წერს dailymail-ი

“18 წლის გოგონა, რომელიც ტროპიკული მოგზაურობიდან გაუჩინარდა, საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული… ამბობს, რომ ორსულადაა” – რას წერს dailymail-ი

ბრი­ტა­ნელ­მა სტუ­დენ­ტმა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 14 კი­ლოგ­რა­მი კა­ნა­ფის კონ­ტრა­ბან­დის­თვის და­ა­კა­ვეს, სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ ორ­სუ­ლა­დაა.

 

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია, რომ აე­რო­პორ­ტში, ბრალ­დე­ბუ­ლის ბარ­გის შე­მოწ­მე­ბი­სას, მის სამ­გზავ­რო ჩან­თა­ში, 12 კი­ლოგ­რა­მამ­დე “მა­რი­ხუ­ა­ნა” და 2 კი­ლოგ­რა­მი “ჰა­ში­ში” აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ისი­ნი ჰერ­მე­ტუ­ლად და­ფა­სო­ე­ბულ პა­კე­ტებ­ში იყო გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 262-ე მუხ­ლის 4-ე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით და 273 პრი­მა მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 18 წლის ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეს 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ელის. ახლა მას სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბა, სა­დაც ექი­მე­ბი მისი გან­ცხა­დე­ბე­ბის სის­წო­რეს და­ად­გე­ნენ.

და­კა­ვე­ბამ­დე მო­ზარ­დი ფი­ლი­პი­ნე­ბის ტრო­პი­კულ კუნ­ძუ­ლებ­ზე, პა­ლა­ვან­სა და პა­ნა­ი­ზე ერ­თო­ბო­და და TikTok-სა და Instagram- ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტებ­ში ნაღ­დი ფუ­ლის უზარ­მა­ზა­რი დას­ტე­ბის ფო­ტო­ებს ტვირ­თავ­და. თუმ­ცა, მისი ონ­ლა­ინ პოს­ტე­ბი გა­სულ კვი­რას მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­წყდა. ის ბო­ლოს ტა­ი­ლან­დში ის­ვე­ნებ­და. ოჯა­ხი ფიქ­რობ­და, რომ გო­გო­ნა მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გა­უ­ჩი­ნარ­და.

მის­მა ად­ვო­კატ­მა MailOnline-ს და­უ­დას­ტუ­რა, რომ მისი მამა, ნილ კალი, ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, ამ­ჟა­მად “შე­ში­ნე­ბუ­ლი და დაბ­ნე­უ­ლია”.

ქვეყ­ნის ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ექ­სპერ­ტმა, პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა გე­ნე­რალ­მა ჯე­მალ ჯა­ნა­ში­ამ, გა­მო­ცე­მა dailymail-ს გა­ნუ­ცხა­და: “ის ფაქ­ტი, რომ იგი „კრიმ­პო­ლის“ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­ა­კა­ვა, მი­უ­თი­თებს, რომ ეს შემ­თხვე­ვი­თი ჩხრე­კა კი არა, და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცია იყო.

“ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია. თე­ო­რი­უ­ლად, აღ­მო­ჩე­ნი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მას შე­იძ­ლე­ბა სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯოს. თუმ­ცა, პრაქ­ტი­კა­ში ეს სას­ჯე­ლი, რო­გორც წესი, მკვლე­ლე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი“ – წერს გა­მო­ცე­მა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 15-დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა საკ­მა­ოდ რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.“

კა­ლის ქარ­თველ­მა ად­ვო­კატ­მა მისი გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა.

„ჩემი კლი­ენ­ტი ამ­ჟა­მად დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, ამი­ტომ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­გაწ­ვდით” – გა­ნა­ცხა­და მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

Ambebi.ge სტატიას dailymail-ზე დაყრდნობით აქვეყნებს.

წყა­რო

გაზიარება
წინა პოსტი

“ქუთაისი 2010” სუპერლიგის ფინალშია

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში 3 მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'