TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ირაკლი კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობაზე

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. დავიტოვოთ იმედი, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა ყველა სცენარისთვის ვართ მზად, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუმინეთში ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით ერთჯერადად გააუქმეს არჩევნები და რაც იქ ერთჯერადად მოხდა, საქართველოში ეს ხდება განგრძობითი ფორმით.

 

მისი თქმით, “გაუგებარია დუმილი, რასაც ვხედავთ”.

 

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ყოველთვის ყველა სცენარისთვის იყვნენ მზად.

 

„ბოლო წლები რომ ავიღოთ, 2020 წლიდან რაც ხდება საქართველოში – ერთი არჩევნების არაღიარება, მეორე არჩევნების არაღიარება, მოლაპარაკებები, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა, ლეგიტიმაციის არცნობა, არმილოცვა, ჩვეულებრივი საბჭოური მეთოდები. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის დუმილი, რასაც ვხედავთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და ამის გამო გადავწყვიტეთ, ღია წერილით მიგვემართა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ რეაქცია იქნება, თუმცა ვნახოთ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპის ადმინისტრაციასა და “დიფ სთეითს” შორის. აშკარა ბრძოლა წარიმართება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა მეორე ვერსიასაც არ გამოვრიცხავთ. ზოგადად, ჩვენ ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად, ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის ოპონენტის გამარჯვებისთვისაც კი ვიყავით მზად, რაც, ბუნებრივია, უარესი სცენარი იქნებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტრამპის გამარჯვებამ ჩვენთვის უკვე მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელი. გახსოვთ, რამხელა კამპანია ჰქონდათ წარმართული გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. რუსული კანონი დაარქვეს, ათასი ეპითეტით ამკობდნენ ამ კანონს და იმის გაფიქრებასაც კი გვიკრძალავდნენ, რომ შეიძლება ვინმემ დასავლეთიდან რაღაც ცუდი დააფინანსოს ჩვენს ქვეყანაში. მოვიდა პრეზიდენტი ტრამპი, მისი ადმინისტრაცია და მათ პირდაპირ განაცხადეს ის, რისი მტკიცებაც ჩვენ გვიწევდა საზოგადოების წინაშე. მათ პირდაპირ აღიარეს, რომ კონკრეტულად მაგალითად USAID-ის მეშვეობით, NED-ის მეშვეობით, სხვა ფონდების მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში იგეგმებოდა რევოლუციური პროცესები და ხდებოდა არეულობის ხელშეწყობა. ეს უკვე იმხელა სარგებელია, რაც ტრამპის გამარჯვებამ მოგვიტანა, ამისთვის, უკვე შეიძლება, ითქვას მადლობა. მაგრამ, რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ორთაბრძოლაში პრეზიდენტ ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის. დავიტოვოთ იმედი, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა ყველა სცენარისთვის ვართ მზად. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს წლები რომ გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, “დიფ სთეითი” როცა მართავდა აშშ-ს, 2020-2024 წლები, მაშინ ბოლომდე დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები, არც ერთი სცენარის პირობებში არ დავთმობთ ამას. თუ გაიმარჯვებს ტრამპი, ჩვენთვის ბევრად უფრო გამარტივდება სიტუაცია და უკეთ იქნება დაცული ამ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული ინტერესები. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ასევე, კობახიძემ უპასუხა წამყვანის კითხვას, მის წერილზე აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან “თუ არ იქნება პასუხი, არანაირი რეაგირება, რისი მანიშნებელი იქნება” . კობახიძის თქმით, “ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ “დიფ სტეიტი” ვერ მარცხდება, ვერ სუსტდება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან”.

 

“შესაბამისად, ასეთ პირობებში ჩვენ გვექნება მეტი გამოწვევები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, მაგრამ ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ბევრად რთულ ვითარებაში გვიწევდა ეროვნული ინტერესების დაცვა და ვიყავით უარესი სცენარისთვის მზად, რასაც ერქვა ტრამპის ოპონენტის არჩევა და შესაბამისად, პირდაპირ “დიფ სტეიტის” დარჩენა ამერიკის ხელისუფლებაში. აქაც დავიცავდით აუცილებლად ეროვნულ ინტერესებს. მარტივად არის საქმე , თუ ტრამპი შეასუსტებს “დიფ სტეიტს” ამ შემთხვევაში, გადაიტვირთება ქართულ ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს ამ შემთხვევაში დარჩება სტატუს-კვო. სტატუს-კვოს პირობებშიც ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”, – განაცხადა კობახიძემ.

 

წამყვანის რეპლიკაზე, დარჩებით “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმში, კობახიძემ თქვა: “რა თქმა უნდა, მიჩვეული ვართ ჩვენ ამ მდგომარეობას ყველასთან, მათ შორის აშშ- სთან.იმედი გვაქვს, რომ არ იქნება ცალმხრივი ეს მეგობრობა, თუმცა ვნახოთ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული”.

გაზიარება
წინა პოსტი

15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

შემდეგი პოსტი

მტკვარში გადავარდნილი მანქანა ამ წუთებში ამოაქვთ

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'