TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

მზია ამაღლობელის საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატიები საფრთხეშია – ლენა შილინგი

ჩვენი, როგორც ევროპარლამენტის წევრების პასუხისმგებლობაა, ყურადღებით დავაკვირდეთ აქ მიმდინარე მოვლენებს. მზიას საქმე იმედს გვაძლევს, რადგან ის დგას, ის კვლავ მამაცია, – ამის შესახებ ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას, სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, რადგან, სამწუხაროდ, მსგავსი პროცესები ბევრ ქვეყანაში ხდება.

„მე ევროპარლამენტის წევრი ვარ. ამ საქმეს ყურადღებით აკვირდებიან ევროპაში, ევროკავშირში და ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს. ეს არის ის, რასაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ. არიან მამაცი ქალები და ჟურნალისტები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ, გამოთქვამენ თავიანთ აზრს, მუშაობენ დემოკრატიებისთვის და ეს საქმე ერთადერთი არ არის. მინდა ნათლად ვთქვა, რომ რუსეთი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ჟურნალისტებს თავიანთი სამუშაოს შესრულება და განსაკუთრებით ქალებს, რომლებიც საკმარისად მამაცები არიან, რომ ხმამაღლა ისაუბრონ, შემდგომში ასე ექცევიან. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, ეს ყველგან ხდება,“ – განაცხადა მან.

ლენა შილინგის თქმით, მისი სურვილია საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს. მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია.

„მე ნამდვილად მინდა, რომ საქართველო ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნდეს და რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის ნაწილი გახდეს, ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია. ეს საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატიები საფრთხეშია, რადგან თუ ჟურნალისტი ხმას ამოიღებს, ეს პოლიტიკური საქმეა. ის, რისთვისაც მას ბრალი წაუყენეს, ნამდვილად ისეთი რამაა, რაც უმეტეს ქვეყნებში სისხლის სამართლის საქმედ არ ჩაითვლება. ისევე როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ეს საერთოდ არ არის სისხლის სამართლის საქმე,”- განაცხადა ევროპარლამენტარმა, რომელიც მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრება.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გაზიარება
წინა პოსტი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შემდეგი პოსტი

“ადიდებულმა მდინარემ წაიღო გზის სავალი ნაწილი…” – იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'