TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, აღნიშნულ კომისიას ხელისუფლება პოლიტიკური ლიდერების დევნისა და ზეწოლისთვის იყენებს.

„ეს კომისია არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა, კანონის დარღვევით. პირველივე საქმე ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაიწყეს, თითქოს ეს კომისია წინა ხელისუფლების საქმეების გასარკვევად შეიქმნა და დაიწყეს პოლიტიკური ლიდერების დაბარება და ზეწოლა. ჩვენ უარი განვაცხადეთ, იმიტომ, რომ არალეგიტიმურია და არალეგიტიმურმა პარლამენტმა კი არაკანონიერად შექმნა ეს კომისია, მაგრამ იქვე ვთქვით, რომ ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში მზად ვართ კითხვებს ვუპასუხოთ. ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა ბადრი ჯაფარიძის პროცესზე მოსამართლემ საქმეში დატოვა ის მტკიცებულებები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს, იმის დამადასტურებლად, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური. ეს საინტერესო ამბავია. ჩვენ უნდა ჩამოვხსნათ ნიღაბი არაკანონიერ ხელისუფლებას და ამას ნებისმიერი ტრიბუნიდან გავაკეთებთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს, თუ როგორც მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება, გააყალბა, 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი პარლამენტში და შემდგომ ქმნის კომისიას. სად არის კომისიაში ოპოზიციონერი პარტიები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.

გაზიარება
წინა პოსტი

“ჩვენ რაც გადავიტანეთ 26 მაისს, რომელიც წინასწარ მოფიქრებული, დაგეგმილი ოპერაცია იყო, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ”- ნონა გაფრინდაშვილი

შემდეგი პოსტი

დღეს მართალი იობ მრავალვნებულის ხსენების დღეა – რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'