TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

შესაძლოა, მუდმივი დაღლილობის უკან სერიოზული პრობლემა იყოს – რა უნდა ვიცოდეთ

დაღლილობა მინი ინსულტის შემდეგ შეიძლება, ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდეს, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც ადრე შფოთვა ან დეპრესია ჰქონდა. შესაძლოა, ინსულტის სიმპტომები რამდენიმე საათში გაქრეს, გადაღლილობა კი კვლავ ძლიერად იჩენდეს თავს.

გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA), რომელიც ხშირად “მინი ინსულტის” სახელით არის ცნობილი, ჩვეულებრივ ტვინში სისხლის ნაკადის დროებითი შეფერხებაა. სიმპტომები, მაგალითად, გაურკვეველი საუბარი ან მკლავის სისუსტე, ერთ დღეში ქრება. მიუხედავად ამისა, ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ გავლენა შესაძლოა გაცილებით ხანგრძლივი იყოს, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ.

კვლევა აჩვენებს, რომ ბევრ ადამიანს, ვინც TIA გადაიტანა, დაღლილობა ერთ წელზე მეტხანს არ შორდება. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა პირდაპირ მინი ინსულტს არ “ადანაშაულებს”, მათ შორის კავშირი მკაფიოა.

“გარდამავალი იშემიური შეტევის დროს ადამიანს შეიძლება, სახე მოუდუნდეს, მკლავი შეუსუსტდეს ან ლაპარაკი გაუჭირდეს. ეს სიმპტომები ერთ დღეში ქრება”, — აცხადებს კვლევის ავტორი, ექიმი ბორის მოდრაუ, დანიის ოლბორგის საუნივერსიტეტო კლინიკიდან — “თუმცა ზოგიერთ პაციენტს სხვადასხვა გართულება შემდგომაც აწუხებს. ეს შეიძლება, ცხოვრების ხარისხის გაუარესება, კოგნიტიური პრობლემები, დეპრესია, შფოთვა და დაღლილობა იყოს. ჩვენი კვლევის ფარგლებში ვნახეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაღლილობა ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდება”.

კვლევაში 354 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა საშუალო ასაკი 70 წელი იყო და მინი ინსულტი ერთხელ მაინც ჰქონდათ გადატანილი. მათ ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. დაღლილობის შესაფასებლად მონაწილეებმა თავდაპირველად ინსულტიდან ორი კვირის განმავლობაში დეტალური კითხვარები შეავსეს. მომდევნო კითხვებს სამი, ექვსი და თორმეტი თვის შემდეგ უპასუხეს.

ერთ-ერთი კითხვარი დაღლილობის ხუთ ტიპს აფასებდა. ესენია: აქტიურობის შემცირება, მოტივაციის ნაკლებობა, ზოგადი, ფიზიკური და მენტალური დაღლილობა. ქულები მერყეობდა 4-დან 20-მდე, სადაც მაღალი მაჩვენებელი მეტ დაღლილობას ნიშნავდა. მონაწილეების საშუალო ქულა კვლევის დასაწყისში 12.3 იყო. სამი თვის შემდეგ იგი 11.9-მდე შემცირდა. ექვს თვეში — 11.4-მდე, ხოლო თორმეტ თვეში — 11.1-მდე. დაღლილობად 12 ან მეტი ქულა მიიჩნეოდა. როგორც აღმოჩნდა, მონაწილეთა 61%-ს დაღლილობა ინსულტიდან ორ კვირაში ჰქონდა, ხოლო 54%-ს — 3, 6 და 12 თვეში.

მონაწილეებმა ასევე ტვინის შემოწმება გაიარეს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თრომბის არსებობა თანაბრად იყო გავრცელებული დაღლილობის მქონე და არმქონე ადამიანებში. ეს იმას ნიშნავს, რომ დაღლილობის დონეს მისი არსებობა არ ხსნის. მათ აღმოაჩინეს, რომ წარსულში შფოთვის ან დეპრესიის ისტორია ორჯერ უფრო ხშირად გვხვდებოდა იმ პაციენტებში, ვისაც დაღლილობა დიდხანს გაჰყვა.

“დაღლილობა ხშირად ფიქსირდებოდა ჩვენი კვლევის მონაწილეებში და აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანი ინსულტის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში მას განიცდის, დიდი შანსია, რომ ეს სიმპტომი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდება”, — ამბობს მოდრაუ — “მომავალ კვლევებში მნიშვნელოვანია, რომ TIA-ს დიაგნოზის მქონე პაციენტები დაკვირვების ქვეშ იყვნენ ინსულტის შემდგომ კვირებსა და თვეებში, რათა დაღლილობის ხანგრძლივობა შეფასდეს. ეს იმ პაციენტების იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება, ვისაც შეიძლება დამატებითი მხარდაჭერა დასჭირდეს”.

მონაწილეებს სთხოვეს, რომ კითხვარები სხვების დახმარების გარეშე შეევსოთ. შესაძლებელია, რომ ზოგიერთ მათგანს ოჯახის წევრები ან მომვლელები დაეხმარნენ, რაც პასუხების სიზუსტეზე გავლენას ახდენდა.

გაზიარება
წინა პოსტი

კიბოს 3 ნიშანი, რომელიც, შეიძლება, ჭამის დროს გამოვლინდეს

შემდეგი პოსტი

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'