TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამაღლობელის საქმეს დაცვის მხარის მტკიცებულებები დაურთო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე გადაწყვეტილებას 29 მაისს გამოაცხადებს – ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს. დღეს, 20 მაისს, ცნობილი გახდა რომ საქმეს დაერთვება დაცვის მხარის ის მტკიცებულებები, რომლებიც ამაღლობელის ადვოკატებმა გუშინ, 19 მაისს, პრესკონფერენციაზე წარადგინეს.

მზია ამაღლობელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მხედვითაც ის სამართალდამრღვევად ცნეს 173-ე მუხლის საფუძველზე. ეს მუხლი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

საუბარია 11 იანვარს მომხდარ ინციდენტზე, როცა ამაღლობელი ბათუმის პოლიციის განყოფილებასთან, დამხმარე შენობაზე სტიკერის გაკვრის შემდეგ გააკავეს. სტიკერი წარწერით “გაიფიცე საქართველო” მზიამ შენობის დამხმარე ნაგებობას მას შემდეგ მიაკრა, რაც იგივე ქმედებისთვის იმ დღეს არაერთი აქტივისტი დააკავეს. ისინი აცხადებენ, რომ საპროტესტო სტიკერის გაკვრა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა.

 

როგორც ვიდეო-კადრებიდან ჩანს, მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავა იმ დროისთვის აჭარის პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ. თუმცა, იმის გამო, რომ სტიკერის გაკვრისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლებამოსილება პოლიციას არ გააჩნია, დაკავების ოქმში 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა მიუთითეს.

 

საქმეზე გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის ჩვენების და ორი ვიდეოფაილის საფუძველზე მიიღო, რომელსაც ადვოკატების ცნობით, შემხებლობა არ აქვს განსახილველ საქმესთან.

 

ვიდეოკადრები, რომელიც პოლიციამ სასამართლოში წარადგინა როგორც მტკიცებულება, თითქოს მზია ამაღლობელი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას სხვების დაკავებაში, გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ და არა დაკავებამდე.

 

მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, 22:58 საათზე. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მზია ამაღლობელი მალევე დააკავეს, სისხლის სამართლის წესით. ოქმში მის დაკავების დროდ მითითებულია 12 იანვარი 00:52 საათი.

 

ვიდეო, რომელიც შსს-მ ადმინისტრაციულ საქმეზე წარადგინა, როგორც თითქოსდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებამდე გადაღებული კადრი, გადაღებულია 2025 წლის 12 იანვარს, 00:43 წუთზე, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე 9 წუთით ადრე.

 

,,ბათუმელები”

 

გაზიარება
წინა პოსტი

რა შემთვევაში დაჯარიმდებით 1 000 ლარით

შემდეგი პოსტი

ამინდი მკვეთრად იცვლება – განახლებული პროგნოზი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'