TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საგანგაშოა, რომ ბრიუსელის და ევროკავშირის საელჩოს ქმედებებით თუ უმოქმედობით, ბრიუსელი სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან და ძალადობასთან – შალვა პაპუაშვილი

ჩვენი საზოგადოება, უკვე კარგად გაერკვა იმაში, რომ როდესაც ბრიუსელიდან ხალხს მიმართავენ, ისინი რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ მარგინალურ ჯგუფს გულისხმობენ, რომლებიც ევროპის სახელით, ხშირად კი ევროპული დაფინანსებითაც, სიძულვილს და ძალადობას ავრცელებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საგანგაშოა, რომ ბრიუსელის და ევროკავშირის საელჩოს ქმედებებით თუ უმოქმედობით, ბრიუსელი სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან და ძალადობასთან.

„გუშინ, ევროკავშირის ერთ-ერთმა კომისარმა „ქართველ ხალხს“ მიმართა სიტყვებით: „იყავით ძლიერები, იბრძოლეთ ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს“.

ჩვენი საზოგადოება, უკვე კარგად გაერკვა იმაში, რომ როდესაც ბრიუსელიდან ხალხს მიმართავენ, ისინი რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ მარგინალურ ჯგუფს გულისხმობენ, რომლებიც ევროპის სახელით, ხშირად კი ევროპული დაფინანსებითაც, სიძულვილს და ძალადობას ავრცელებენ და ამით, „ევროპულ ღირებულებად“ ზიზღს და ტერორს ამკვიდრებენ.

ეს რომ ასეა, ამ მიმართვიდან რამდენიმე საათში დადასტურდა. ბრიუსელიდან წამოსული შეგულიანება გაციებულიც არ იყო, რომ ჯერ ბრიუსელის მოთხოვნით შეწყალებული გვარამიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ  26 მაისს მსხვერპლი დაგვიანონსა, შემდეგ კი ბრიუსელიდან დაფინანსებული “დროას” ერთ-ერთი ლიდერი, მარიამ სიჭინავა, ქართული ყურისთვისაც კი ზღვარგადასულად უხამსი ლექსიკითა და მუქარით, თავს დაესხა პარლამენტის წევრს.

საგანგაშოა, რომ ბრიუსელის და ევროკავშირის საელჩოს ქმედებებით თუ უმოქმედობით, ბრიუსელი სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან და ძალადობასთან.

ევროკავშირი შეიქმნა როგორც მშვიდობის პროექტი. ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის და ბიუროკრატის ქცევა კი აცილებს მას ამ ფუძემდებლურ ღირებულებით კალაპოტს.

მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელმა განმარტოს, გულისხმობს თუ არა ის „ევროპულ ღირებულებაში“ მისი დაფინანსებული პირების მიერ წარმოებულ სიძულვილის კამპანიას და ტერორს და აპირებს თუ არა, შეწყვიტოს მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი ჯგუფების მხარდაჭერა.

P.S. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა “ცუდად საუბარი” ან „თავდასხმა“, არამედ “ლეგიტიმური კრიტიკაა”, რომელსაც პასუხი სჭირდება,” – წერს პაპუაშვილი.

გაზიარება
წინა პოსტი

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ, 09:00 საათიდან დაიწყება

შემდეგი პოსტი

159-ე სკოლასთან ,,ბოლო ზარის“ აღნიშვნის დროს 2 ქვეითს მანქანა დაეჯახა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'