TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისში, კარდაკარის პრინციპით, პატრონიან ცხოველებს შეამოწმებს და მათი მოვლის შესაბამისი წესების დარღვევას აღრიცხავს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისში, პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების გაუმჯობესებისა და მეპატრონეების ცნობიერების ამაღლების მიზნით იწყებს პროგრამას – „კარდაკარ“, რომლის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლები პატრონიანი ცხოველების მონიტორინგს კარდაკარ განახორციელებენ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით, ადამიანს, რომელსაც სახლში ჰყავს შინაური ცხოველი – ძაღლი, კატა – ვალდებულია, რომ „დაჩიპოს“, მას გაუკეთოს სტერილიზაცია-კასტრაცია და ვაქცინაცია. მისივე განმარტებით, პროექტის ფარგლებში, სწორედ ეს ადამიანები გადამოწმდებიან, თუ რამდენად ასრულებენ თავის პასუხისმგებლობას.

ამასთან, კობიაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც „სახლში შინაური ცხოველი ჰყავთ და არ ეხებათ მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლებს“.

ასევე, კობიაშვილის განმარტებით, პროექტი 23 მაისიდან დაიწყება და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განხორციელდება.

„ჩვენი სააგენტოს თანამშრომლები წინასწარ გაწერილი მარშრუტით კარდაკარ, ბინებზე გადაადგილდებიან და შემდეგ საკითხებს შეამოწმებენ: ცხოველების სტერილიზაციას, კასტრაციას, რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, ვაქცინაციას. სპეციალური ბაზა შეიქმნება, სადაც ცხოველების მეპატრონეების აღრიცხვა მოხდება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად, ამ ბაზაში აღრიცხვა მოხდება, კერძოდ, თუ სად მოხდა და რა სახის დარღვევა მოხდა. შემდეგ აუცილებლად გადამოწმდება, თუ რამდენად შეასრულეს მეპატრონეებმა თავიანთი ვალდებულებები.

ამ პროექტის მიზანია, რომ პირველ რიგში, მეპატრონეების აღრიცხვა მოხდეს, ასევე, მოხდეს ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების შემოწმება და მათი კეთილდღეობის ამაღლება. ამასთან, პროექტის მიზანია, რომ ცხოველების რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია მოხდეს. რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჩვენ მისამართზე, ადგილზე, მეპატრონეებს ცხოველების „ჩიპირებას“ და რეგისტრაციას შევთავაზებთ. ამის სანაცვლოდ მეპატრონეებს მოუწევთ „ჩიპის“ თვითღირებულების, მხოლოდ 19 ლარის გადახდა“, – განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.

როგორც კობიაშვილი აცხადებს, პირველ ეტაპზე, სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან შინაური ცხოველების მეპატრონეების გაფრთხილება, ინფორმაციის მიწოდება მოხდება და შემდეგ ეტაპზე, თუ ისინი დარღვევას არ აღმოფხვრიან, ამ შემთხვევაში თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი თანხის ოდენობით დაჯარიმდებიან.

„პირველ ეტაპზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით ინფორმაციის მიწოდება მოხდება, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ცხოველი და რა ვალდებულებები აქვს მეპატრონეს. ჩვენს ბაზაში დარღვევის აღწერა მოხდება და აუცილებლად, შემდეგ გადამოწმება მოხდება, თუ რამდენად შეასრულა, ეს ვალდებულება მეპატრონემ. პირველ ეტაპზე გაფრთხილება მოხდება და შემდეგ ეტაპზე, თუ არ მოხდება, ამ დარღვევის გამოსწორება, მეპატრონის დაჯარიმება იმ ოდენობით მოხდება, რაც თბილისის საკრებულოს დადგენილებით მიხედვით გათვალისწინებულია“, – აღნიშნა გიორგი კობიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

გაზიარება
წინა პოსტი

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

შემდეგი პოსტი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'