TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

სახალხო დამცველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას არ იზიარებს

სახალხო დამცველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას არ იზიარებს. აღნიშნული ინსტიტუციის შენარჩუნების საჭიროებაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა თათული თოდუამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც “ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს.

როგორც თოდუამ აღნიშნა, საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სერიოზულ გამოწვევად და პრობლემად რჩებოდა, ხოლო ამ მიმართულებით წარმოებულ გამოძიებებს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის კომპონენტი აკლდა.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის თქმით, სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პროკურატურის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებები არაერთხელ იქნა შესწავლილი და ასეთ საქმეებზე პროკურატურის გამოძიება კრიტიკას ვერ უძლებდა.

“სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სჭირდებოდა გაძლიერება იმ თვალსაზრისით, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების პროკურატურისგან დამოუკიდებლად ჩატარების უფლებამოსილება ჰქონოდა. ასევე ვფიქრობთ, რომ ის დანაშაულები, რომელიც ამ უწყებას 2022 წლიდან მიეკუთვნა, მის მანდატს ამძიმებდა და მისი რესურსების არასწორი მიმართულებით გადართვას იწვევდა. ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ ეს უწყება ფოკუსირებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე და არა ისეთ დანაშაულებზე, რომელიც მას შემდგომ დაემატა – იყო ეს ოჯახური დანაშაული თუ კერძო პირების მიერ ჩადენილი სხვა დანაშაული.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ნაცვლად, უნდა გაძლიერდეს“, – განაცხადა თათული თოდუამ სახალხო დამცველის სახელით.

პარლამენტში წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, ხორციელდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია. ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც აღნიშნული სამსახურის ქვემდებარეობის ქვეშ მიმდინარეობდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.

გაზიარება
წინა პოსტი

რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

შემდეგი პოსტი

“აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა”-მეუფე შიო

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'