TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა”-მეუფე შიო

აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდე…გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში. ეს არის გზა ქრისტესი, ის გზა, რომელიც გვიანდერძა წმინდა სვიმონ კანანელმა. ეს არის იმ ძმური სიყვარულის აღდგენა, რომელიც მუდამ სუფევდა ჩვენსა და აფხაზებს შორის, ოსებს შორის… სახელმწიფო მაშინ ძლიერდება, როდესაც მისი მოქალაქეები ერთად შრომობენ, ერთად ლოცულობენ, ერთად აშენებენ მომავალს,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ყველა მხარემ უნდა გააცნობიეროს ცოდვები და შეცდომები.

„პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს – წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებას და აფხაზეთობას.

ღვთის დიდი წყალობაა, რომ საქართველოში იქადაგეს მოციქულებმა, რომელთა შორის იყო წმინდა მოციქული სვიმონ კანანელიც. იგი წარმოშობით იყო კანას გალილეადან. სწორედ სვიმონის სახელს, მის ოჯახს უკავშირდება უფალ იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული პირველი სასწაული – წყლის ღვინოდ გადაქცევა კანაში, სვიმონ კანანელის ოჯახში, მის ქორწილში. იგი იყო იოსებ დამწინდველის შვილი პირველი ქორწინებიდან.

და აი, მან შეიცნო იესო ქრისტე, როგორც მესია, როგორც სოფლის მხსნელი, დატოვა თავისი ოჯახი და გაჰყვა ქრისტეს. როდესაც იესო ქრისტეს ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები გაემართნენ სხვადასხვა მხარეს საქადაგებლად, წმინდა სვიმონ კანანელი წამოჰყვა ანდრია პირველწოდებულს საქართველოში, იქადაგა მასთან ერთად დასავლეთ საქართველოში, შემდეგ კი დარჩა აფხაზეთში წარმართთა მოსაქცევად, სადაც მოწამებრივად აღესრულა ანაკოფიაში. მისი საფლავის ადგილზე მოგვიანებით ახალი ათონის მთაზე აიგო შესანიშნავი მონასტერი. დღემდე შემორჩენილია ის მღვიმე, სადაც იგი მოღვაწეობდა.

წმინდა სვიმონ კანანელი არის დიდი მფარველი საქართველოსი, ჩვენთვის მლოცველი და განსაკუთრებით აფხაზეთის დიდი მფარველია.

როდესაც ვეცნობით მის ცხოვრებას, ვიხსენებთ მის ღვაწლს, ვაცნობიერებთ, რომ აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობაა და დიდი სიწმინდეა ჩვენთვის.

რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ საშინელ ომს, რომელიც გამოვიარეთ, იმ ტრაგედიას… დღეს ჩვენ გადავიხდით პარაკლისს აფხაზეთისთვის, საქართველოს გამთლიანებისთვის, მშვიდობისთვის, ასევე – პანაშვიდს ომში დაღუპული მეომრებისთვის, ადამიანებისთვის. ეს იყო საშინელი მოვლენა – ათასობით ადამიანი დაიღუპა როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა მხრიდან; 300 000 ადამიანამდე განიდევნა თავიანთი სახლებიდან, თავიანთი მშობლიური კუთხიდან ეთნიკური ნიშნით, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან.

შედეგად, ეს უმშვენიერესი მხარე დღეს ოკუპირებული და ჩამოშორებულია საქართველოს, რა თქმა უნდა, დროებით! ჩვენ ვიცით, რომ ეს მოვლენა დროებითია და აუცილებლად გამოსწორდება.

რაშია გამოსავალი და ხსნა? – უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიან შერიგებაში! მაგრამ ამისთვის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მოვლენა იყო ჩვენი – როგორც ქართველების, ასევე აფხაზების – ცოდვების შედეგი. იგივე შეიძლება ითქვას ცხინვალში მომხდარ ომსა და ტრაგედიაზე.

გამოსავალია, რომ ჩვენ, ყველა მხარემ, გავაცნობიეროთ ჩვენი ცოდვები, ჩვენი შეცდომები; გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში. ეს არის გზა ქრისტესი, ის გზა, რომელიც გვიანდერძა წმინდა სვიმონ კანანელმა. ეს არის იმ ძმური სიყვარულის აღდგენა, რომელიც მუდამ სუფევდა ჩვენსა და აფხაზებს შორის, ოსებს შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც მოხდება და სულ მალე ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს.

დღეს ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენი სახელმწიფოც, ქვეყანაც, ხალხიც მშვიდობისკენ არის მიმართული. მხოლოდ ეს არის პირობა იმისა, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და გაძლიერდეს.

სახელმწიფო მაშინ ძლიერდება, როდესაც მისი მოქალაქეები ერთად შრომობენ, ერთად ლოცულობენ, ერთად აშენებენ მომავალს. მხოლოდ ეს არის საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც შეძლებენ ძმურად თანაცხოვრებას.

დაბოლოს, მინდა, გაგახსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის შეგონება ჩვენდამი. იგი ამბობს, რომ თუ გინდათ აფხაზეთის გადარჩენა, თუ გინდათ აფხაზი ხალხის გადარჩენა, ჩვენ – ქართველებმა და აფხაზებმა – ერთად, ერთიან სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ. აი, მხოლოდ მაშინ გადარჩება აფხაზეთი!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ლოცვით, უფალმა ინებოს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნება. წმინდა სვიმონ კანანელის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს საქართველო, ამინ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

გაზიარება
წინა პოსტი

სახალხო დამცველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას არ იზიარებს

შემდეგი პოსტი

ზოდიაქოს 4 ნიშანი ამ ზაფხულს ნამდვილ ბედნიერებას იპოვის

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'