TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველოში პოლიცია სულ უფრო ხშირად იყენებს სექსუალური ძალადობის მუქარას პროტესტში მონაწილე ქალების წინააღმდეგ – Amnesty International

ქალი მომიტინგეები ძალადობისა და გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების სამიზნეები ხდებიან – საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, სულ უფრო ხშირად ისმის ქალების მიმართ სექსუალური ძალადობისა და ჩხრეკის მიზნით, მათი გაშიშვლების ბრალდებები:

 

“საქართველოში პოლიცია სულ უფრო ხშირად იყენებს გენდერულ ძალადობას, მათ შორის სექსისტურ შეურაცხყოფას, სექსუალური ძალადობის მუქარას და უკანონო და დამამცირებელ ჩხრეკას პროტესტში მონაწილე ქალების წინააღმდეგ, მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებისა და დასჯის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში”- წერს Amnesty International დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

 

ამავე ანგარიშში ნათქვამია:

 

“საქართველოში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე, სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები – ქალების მიმართ სექსუალური ძალადობისა და პოლიციის უკანონო ჩხრეკისას ქალების გაშიშვლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა და მომიტინგეების დაშინება.” წერს ორგანიზაცია.

 

Amnesty International-ის განცხადებით, აღნიშნული ძალადობები არა მხოლოდ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს სრულ გაშიშვლებას ჩხრეკის დროს, არამედ არღვევს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა კანონმდებლობასა და სტანდარტებს.

 

ანგარიშში მოყვანილია “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავების საქმე:

 

“ოპოზიციის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, აღწერა, თუ როგორ ძალადობდა პოლიცია, გააშიშვლეს და აიძულეს შიშველი დაწოლილიყო იატაკზე 2025 წლის 28 მარტს დაკავების დროს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ოფიცრებმა არ მისცეს მას მედიკამენტებისა და ტუალეტის გამოყენების უფლება მას შემდეგაც კი, რაც მას განუვითარდა ჰიპერტენზია და ღებინება.

 

მოყვანილია სხვა მომიტინგეების ანალოგიური შემთხვევებიც. Amnesty International -ის ანგარიშში მოხვდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეც.

 

“მზია ამაღლობელი, ცნობილი ჟურნალისტი, ორჯერ დააკავეს 2025 წლის 11 იანვარს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს. ორივე შემთხვევაში, იგი პოლიციის მხრიდან სექსისტური ძალადობის მსხვერპლი გახდა, სავარაუდოდ, ბათუმის პოლიციის უფროსი აფურთხებდა და ძალადობით ემუქრებოდა.”- წერს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ პოლიციის არც ერთი მაღალჩინოსანი, მათ მიმართ გამოთქმული ბრალდებების მიუხედავად, არ დასჯილა და უფლებამოვალეობის შესრულებას აგრძელებს.

გაზიარება
წინა პოსტი

ჰამბურგის მთავარი რკინიგზის სადგურზე პირმა 12 ადამიანი დაჭრა

შემდეგი პოსტი

კიევი ზელენსკისა და პუტინს შორის შესაძლო შეხვედრაზე მუშაობს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'