TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
No Result
View All Result

როგორია ჰაერის ხარისხი მსოფლიოში – ახალი ანგარიში

  • IQAir-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა მსოფლიოში ჰაერის ხარისხის შესახებ.

  • ანგარიში შეგვახსენებს, რომ უმოქმედობა მომავალ თაობებს საფრთხეს შეუქმნის. ჩვენ დღეს ვქმნით სამყაროს, რომელიც ჩვენს შვილებს დარჩებათ.

IQAir-მა მსოფლიოში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც პოზიტიურ სიახლეებთან ერთად შეგვახსენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი.

ქალაქების 17% აკმაყოფილებდა ჯანმო-ს წლიურ PM2.5 დონეს, გასულ წელს კი ეს რიცხვი 9%-ს შეადგენდა.

2024 წლის ანგარიში მოიცავს მონაცემებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 40 000 სადგურიდან 138 ქვეყნის 8954 ქალაქში (შედ. 2023 წელს მონაცემები მხოლოდ 134 ქვეყანაში 7812 მონიტორიდან შეგროვდა). გასულ წელს ჩადიდან არასაკმარისი მონაცემები იყო იმისთვის, რომ ქვეყანა ანგარიშში გაეთვალისწინებინათ, მაგრამ წლევანდელ მონაცემებზე დაყრდნობით ჩადმა მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქვეყნის სტატუსი დაიბრუნა.

ჩადში ჰაერის დაბინძურების მთავარი გამომწვევი მიზეზი მტვრის ქარიშხლებია, რომლებიც ბოდელეს ღრმულში წარმოიქმნება და წელიწადში 100 დღემდე გრძელდება.

წლევანდელ ანგარიშში ასევე შეტანილია ჯიბუტი და მოზამბიკი, ხოლო ირანი, ავღანეთი და ბურკინა ფასო მონაცემების სიმწირის გამო ამოღებულია.

2024 წელს ხუთი ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა იყო:

1. ჩადი: 91.8 მკგ/მ³ (18-ჯერ მეტი ვიდრე PM2.5-ის წლიური ნორმა ჯანმოს მიხედვით);

2. ბანგლადეში: 78.0 მკგ/მ³;

3. პაკისტანი: 73.7 მკგ/მ³ ;

4. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 58.2 მკგ/მ³ ;

5. ინდოეთი 50.6 მკგ/მ³.

ზემოხსენებულ ქვეყნებში ჰაერში მყარი ნაწილაკების რაოდენობამ ჯანმოს ნორმას 5 მკგ/მ³ 10-ჯერ გადააჭარბა.

12 ქვეყანაში PM2.5-ის კონცენტრაცია 5 მკგ/მ³-ზე დაბალი იყო. საუკეთესო მაჩვენებლები დაფიქსირდა ბაჰამისა და ბერმუდის კუნძულებზე, ფრანგულ პოლინეზიში. ესტონეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ისლანდია ასევე ნორმატივებზე დაბალ შედეგებს აჩვენებდნენ.

IQAir-ის ანგარიშში გამოყენებულია PM2.5-ის მონაცემები, რომლებიც ჰაერის მონიტორინგის სადგურებიდანაა მოგროვებული. ისინი მიღებულია როგორც ჰაერის ხარისხის მონიტორებიდან, ასევე სენსორებიდან, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაცია აქვეყნებს – სამთავრობო უწყებები, აკადემიური ინსტიტუტები, არაკომერციული ორგანიზაციები და ცალკეული მოქალაქეები.

დედამიწის 9 ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქი ინდოეთში მდებარეობს. მათ შორის პირველ ადგილზეა მეგაპოლისი PM2.5 საშუალო წლიური კონცენტრაციით 128.2 მკგ/მ³.

შკალის მეორე ბოლოშია ქ. მაიაგესმა პუერტო რიკოში, სადაც PM2.5 1.1 მკგ/მ საშუალო წლიური კონცენტრაცია დაფიქსირდა.

აფრიკიდან სანდო მონაცემების მიღება ისევ პრობლემაა და ამჯერად IQAir აცხადებს, რომ კონტინენტზე მხოლოდ ერთი მონიტორინგის სადგურია 3.7 მილიონ მაცხოვრებელზე.

ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ გასულ წელს ამაზონის ტროპიკულ ტყეში გაჩენილმა ხანძარმა ნეგატიური გავლენა მოახდინა ჰაერის ხარისხზე სამხრეთ ამერიკაში. სექტემბერში ბრაზილიის ზოგიერთ ქალაქში PM2.5 დონემ ოთხჯერ იმატა.

IQAir-ის Schools4Earth ინიციატივის ფარგლებში სკოლებში მსოფლიო მასშტაბით რეალურ დროში მიმდინარეობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. ანგარიშში ასევე ახსნილია, თუ რა საფრთხეს უქმნის მყარი ნაწილაკები ბავშვების ჯანმრთელობას.

ფრენკ ჰამესმა, IQAir-ის გლობალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა: „ჰაერის დაბინძურება რჩება კრიტიკულ საფრთხედ როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ ამ საკითხში. ჰაერის ხარისხის მონაცემებს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ. ამ ინფორმაციის წყალობით მოსახლეობა საჭირო ცოდნას იძენს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს საფუძველი ექმნებათ, განისაზღვრება მოსახლეობის ჯანდაცვის ნორმები, ხოლო საზოგადოება ზომებს იღებს მომავალი თაობების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად“.

Greenpeace International-ის ჰაერის ხარისხის უფროსმა მკვლევარმა ეიდან ფეროუმ განაცხადა: „ჰაერის ხარისხის შესახებ ანგარიშში შეგროვებულია მონაცემები მთელი მსოფლიოდან. ეს მოწოდებაა დროულად მივიღოთ ზომები გამონაბოლქვის შესამცირებლად.

ანგარიში შეგვახსენებს, რომ უმოქმედობა მომავალ თაობებს საფრთხეს შეუქმნის. ჩვენ დღეს ვქმნით სამყაროს, რომელიც ჩვენს შვილებს დარჩებათ“.

სტატიაზე მუშაობდნენ: სიარგ ნიკ, თამთა კიკვაძე, ლილიან მეტრეველი

წყარო: Airqualitynews.com

გაზიარება
წინა პოსტი

საქართველოში პირველად, ევროკავშირის დიპლომატს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს – რას აცხადებს სამინისტრო

შემდეგი პოსტი

აფრიკის კონტინენტი შუაზე იყოფა – რას ამბობენ მეცნიერები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ასტროლოგია
  • ახალი წელი 2020
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • ომი უკრაინაში
  • ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

SWIFT გოგირდის აუზები გორდი გურიის სტიქია ელდარ თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'