TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

შალვა პაპუაშვილი დიპლომატებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

შალვა პაპუაშვილი – ვხედავთ მცდელობას, რომ ბევრჯერ ნანახი კინო კიდევ ერთხელ გვაჩვენონ, სიძულვილი დათესონ, როგორც სააკაშვილის, მელიას და გვარამიას საქმეებზე – რა მოხდება, რომ ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, ბიუროკრატმა თუ დიპლომატმა ბოდიში მოიხადოს?!

ჯაფარიძის გირაოზე რამდენიმე ელჩისგან მოსმენილი განცხადებები გვახსენებს ცილისმწამებლურ კამპანიებს, რომლითაც უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, ბიუროკრატმა თუ დიპლომატმა ქართველებისგან უნდა ისწავლონ, რას ნიშნავს შეცდომის სირცხვილი და ბოდიში მოიხადონ.

 

„ჯაფარიძის გირაოზე რამდენიმე ელჩისგან მოსმენილი განცხადებები გვახსენებს იმ ცილისმწამებლურ კამპანიებს, რომლითაც უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან.

 

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ: „რუსთავი 2“-ის საქმეზე 7 წელი (2013-2019) არ მოგვასვენეს, მორალი გვიკითხეს და დემოკრატიული უკუსვლები გვაბრალეს; მელიას საქმეზე 3 წელი (2021-2023) გვაჯანჯღარეს, მორიგი გადატრიალება სცადეს; გვარამიას საქმეზე 2 წელი (2022- 2024) წიოკი გაჰქონდათ მაღალი რანგის და დაბალი კომპეტენციის ჩინოვნიკებს, ჟურნალისტების მდევნელი პროკურორი დევნილ ჟურნალისტად გამოგვიცხადეს; სააკაშვილს 3 წელი (2021-2023) მომაკვდავად გვიცხადებდნენ, ტელეპანაშვიდებს მართავდნენ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ფულს იხდიდნენ, დიაგნოზებს აყალბებდნენ და ბიომასალას წინდებით დაატარებდნენ, ლამის სამოქალაქო აპოკალიფსი მოგვიწყვეს ცრუ დემარშის ავტორმა ევროპელმა ელჩებმა; ბოლოს, ორი დღის წინ, ის საქმეც კი წააგეს, 7 წელი (2019-2025) შეშის აქციაზე მიტანას გამოხატვის თავისუფლებად რომ გვიცხადებდნენ.

 

ყველა აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგმა თქვა, რომ უცხო მთავრობები, მინისტრები, დეპუტატები, ელჩები, მათი მდივნების თანაშემწეები და თანაშემწეების მდივნები, აბსოლუტურად ყველა, – დიახ, ყველანი ტყუოდნენ და ქართული მართლმსაჯულება მართალი იყო. შეიძლება შეცდე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… მაგრამ ყოველ ჯერზე? ყოველ ჯერზე რთულია, იყო ასეთი არაკომპეტენტური, თუ მტრული განზრახვის მქონე მავნებელი არ ხარ. ხარ მხარე. განსაზღვრული დღის წესრიგით, რომლითაც არათუ შიდა პოლიტიკაში ჩარევას იზღუდავ, პირდაპირ ხელისუფლების და ხალხის ნების ცვლილებას აორგანიზებ. ამ ფონზე, რა ვენის კონვენცია და საშინაო საქმეში ჩაურევლობა? ღმერთი როგორ არ იცინის, ვენის კონვენციის შეხსენებას რომ ცდილობთ.

 

სადმე გახსოვთ, ქართველი სხვის საქმეში ამგვარად ჩარეულიყო? მსგავსი უპატივცემულობა გამოევლინა? შეცდომა მოსვლოდა და ბოდიში არ მოეხადა?

 

რა მოხდება, რომ ამ ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, ბიუროკრატმა თუ დიპლომატმა ერთხელ ქართული ღირებულებებითაც იმოქმედოს და ბოდიში მოიხადოს. ხომ ვხედავთ, რომ „ევროპული ღირებულება“, ისე, როგორც ეს მათ ესმით, ამ მხრივ, ქართულს ჩამორჩება. ჩვენგანაც ისწავლონ იქნებ, რას ნიშნავს შეცდომის სირცხვილი, სხვისი უსამართლოდ დაზიანების სინანული, გაფუჭებულის გამოსწორების პასუხისმგებლობა.

 

ნაცვლად ამისა, ვხედავთ მცდელობას, რომ ბევრჯერ ნანახი კინო კიდევ ერთხელ გვაჩვენონ, თეთრზე შავი გვითხრან, საზოგადოებაში კვლავ ზიზღი და სიძულვილი დათესონ, როგორც ეს სააკაშვილის, მელიას და გვარამიას საქმეებზე აკეთეს. ეს ფარსიც ხომ იგივე კინოთეატრიდანაა? ისინი არ დაეძებენ. მათთვის ეს განცხადებები ხუთი წუთის საქმე და ხუთი წამის სადარდებელია. ამ პროცესში თუ რამე ზიანდება, ეს ქართული საზოგადოების მთლიანობა, ფასეულობები, დემოკრატიული განვითარების გზა და ეროვნული თანხმობაა. აღარაფერს ვამბობ ცალკეულ სასოწარკვეთილ აქტივისტებზე, რომლებიც იმ აგურს ირტყამენ თავში, უცხოეთიდან რომ მიაჩეჩეს ხელში“, – წერს პაპუაშვილი.

გაზიარება
წინა პოსტი

გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ

შემდეგი პოსტი

” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'