TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 12 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 12 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ცნობილია ვინ არის ბათუმში მოკლული ახალგაზრდა ბიჭი

ბათუმში, მოკლული 28 წლის ახალგაზრდა გოგი ლეონიძეა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.

 

ფაქტს ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები ეხმაურებიან.

 

„მძიმე გულით ვუერთდებით ჭირისუფალს…

 

ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, გოგი ლეონიძე, ტრაგიკულად და უეცრად გამოეთხოვა სიცოცხლეს. ეს არის დიდი ტკივილი მთელი ჩვენი სკოლის საზოგადოებისთვის – მეგობრებისთვის, მასწავლებლებისთვის, თანაკლასელებისა და ყველასთვის, ვინც გოგის იცნობდა.

 

ჩვენ, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ უდროო და უმძიმესი დანაკლისის გამო. თანაგრძნობას ვუცხადებთ გოგის ოჯახს – მის მშობელ დედას, სამწუხაროდ მამა გარდაცვლილია, მაგრამ მგონი, ბედნიერი წავიდა, რომ შვილის სიკვდილს არ მოესწრო, ძმას, ახლობლებსა და მეგობრებს.

 

ძნელია, სიტყვებით გამოხატო ის ტკივილი, რასაც ახალგაზრდა ადამიანის დაკარგვა ტოვებს. იმ შემთხვევაში, როცა მას წინ მთელი ცხოვრება ელოდა. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა ამ განსაცდელში“, – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ჯ.ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

 

უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით თემაზე დაწყებული დაპირისპირებისას, ნაცნობებს: 1997 წელს დაბადებულ გ.ლ.-ს და 1998 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი გ.ლ. მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.

 

პოლიციამ ჯ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
წინა პოსტი

აშშ ერთგული რჩება პარტნიორობის, რომელიც უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ საქართველოს მისწრაფებებს შეესაბამება – მარკო რუბიო

შემდეგი პოსტი

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'