TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

უნიკალური აღმოჩენა რაჭაში – ნაპოვნია გიგანტური ნიჟარები

უნიკალური აღმოჩენა რაჭაში – ნაპოვნია გიგანტური ნიჟარები – მასალას ამის სესახებ ,,კვირის პალიტრა აქვეყნენს” 

ლექსო ჯაფარიძე რაჭაში, ონში ცხოვრობს, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი შენატრის: თვალწარმტაც და მშვიდ გარემოში, ახალგაზრდა კაცს შეუძლია ნებისმიერი საქმე დაუძაბავად აკეთოს და თან მუდამ მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში. ისიც შეიძლება ითქვას, რომ არც აღმოჩენებზე უფიქრია ოდესმე – რაჭის თვალწარმტაც ბუნებაში ადრენალინი ისედაც ბევრია. თუმცა უნებლიეთ აღმოჩენის ავტორი გახდა და აფორიაქდა: ამჟამად ელოდება, როდის გააგრძელებენ მეცნიერები მის საქმეს, თავად კი იმის შფოთი აღარ ექნება, რომ მათ მოსვლამდე მისი აღმოჩენიდან ბევრი რამ დაიკარგება.

 

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მეგობრებთან ერთად ონიდან სოფელ შქმერში მოუხდა წასვლა. ზღვის დონიდან 1720 მეტრზე მყოფი სოფელი შქმერი ერთ დროს ოკეანის ფსკერზე იყო გაშლილი და ახლა ამ ფსკერზე გიგანტურ მოლუსკებს ათვალიერებდა – დღევანდელ მოლუსკებთან დაახლოებით იმ შეფარდებით, როგორც დინოზავრები შეეფარდებიან ხვლიკებს.

 

შესაძლოა ვინმემ გაიფიქროს, დიდი ამბავი, ყველა წერა-კითხვის მცოდნემ იცის, რომ ოდესღაც მთელი კავკასია ოკეანით იყო დაფარულიო! მაგრამ საქმე ასე მარტივად როდია, ლექსო ჯაფარიძე ამ ოკეანის ნამდვილ ბინადრებს წააწყდა. მართალია, გაქვავებულებს, მაგრამ სრულიად სრულყოფილი “ჰაბიტუსის” მქონეთ, რამაც ძალიან გააოცა.

 

 

– სოფელ შქმერში აღმოჩენილი გიგანტური ზღვის ნიჟარების ფოტოები სუნთქვას გიკრავს. ფორმით მსგავსს ახლაც წააწყდები ზღვაზე, მაგრამ იმდენად მცირე ფარდობით, როგორც დინოზავრი და ხვლიკია. მართალია, უხსოვარ დროში კავკასია ოკეანით იყო დაფარული, თუმცა მისი კვალი ასე ცხადად თითქმის არსად უნახავთ.

 

– მე მეცნიერი არა ვარ; ამიტომ არ ვიცი, ასეთი გიგანტი ნიჟარები თუ არის აღმოჩენილი სადმე და მით უფრო, საქართველოში. ამიტომ მინდა ეს ადგილი­ მეცნიერებმა შეისწავლონ. თუმცა ისინი არც შქმერში გამოჩნდებოდნენ, რომ არა რაჭის ახალი გზა. როდესაც გზა გაჰყავდათ, ასეულობით და ათასეულობით კვადრატული მეტრი მიწა მოიჭრა, მიწა, რომელიც მილიონობით წლის ოკეანის ნაშთებს ფარავდა და ყველაფერი გაშიშვლდა. ამიტომაც მივაგენი ამ გიგანტებს.

 

– შეიძლება შქმერში სხვა დროს სხვას გაევლო და ყურადღებაც არ მიექცია მიწის იმ მასისათვის, რომელიც მოჭრის შედეგად დარჩა.

 

– იმ დღეს მეგობართან ერთად შემთხვევით წამოვედი. ქვიანი მიწისკენ ხშირად გამირბის თვალი, აუცილებლად შევათვალიერებ ხოლმე. ალბათ, ის მისტიკა მიზიდავს, რომელიც ქვას აქვს: ქვები მილიონობით წლების განმავლობაში ყალიბდება და ამ წლების ამბავს აქვს რაღაც ძალა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. მოკლედ, როდესაც მოჭრილი მიწის მასასთან ჩავიარე, უცნაურად დაზოლილ ქვას მოვკარი თვალი. რომ მივუახლოვდი და დავაკვირდი, ჩაკირული ნიჟარა იყო, თანაც პატარა კი არა, დაახლოებით 30 სმ დიამეტრის და კიდევ მეტი. მერე მიწის გორას გვერდიდან შემოვუარე და იქაც იგივე დამხვდა. ამჯერად სხვა ფორმის მოლუსკიც ვიპოვე და ვიღას ახსოვდა შქმერში წასვლის მიზეზი, იქაურობას ვეღარ მოვშორდი. Uამ ამბიდან რამდენიმე დღე გავიდა და მაინც შქმერში მიმიწევს გული. უფრო მეტი მოლუსკი მხვდება, თანაც განსხვავებული ფორმის.

 

როგორც ჩანს, მიწის ზედაპირზე მყოფი­ ნაწილები ნიჟარებთან ერთად გაქვავდა. მაგრამ სიღრმეში რბილი ქანებია და ნიჟარები ადვილად მოსცილდება. როდესაც ნიჟარა გამოვაცალკევე, შევცბუნდი არა მხოლოდ ზომით, არამედ იმის შეგრძნებით, რომ ერთ დროს ამ ადგილას ოკეანე იყო და ახლა მე მის ფსკერზე ვიდექი, თან მტაცებელი მეჭირა ხელში, იმდროინდელი წყლის ბინადრები. დედამიწის გეოლოგიური ასაკის შესახებ ცოტა რამ წამიკითხავს და მაშინვე გავიფიქრე, 150 000 მილიონი წლის არსებასთან მაქვს საქმე-მეთქი. წარმოგიდგენიათ, ეს როდის იყო?

 

განაგრძეთ კითხვა

გაზიარება
წინა პოსტი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მომდევნო ერთი კვირა ფრთხილად უნდა იყვნენ

შემდეგი პოსტი

გარდაიცვალა ახალგაზრდა ფეხბურთელი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'