TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ჩვილ ბავშვთა დამატებითი კვების შესახებ საუბრისას ის საკვები პროდუქტები დაასახელა, რომელიც ბავშვს მყარ კვებაზე გადასვლისას უნდა მივცეთ.

„როდესაც ვიწყებთ დამატებით კვებას, ბავშვს უნდა დავუწყოთ ქარხნული წესით დამზადებული ფაფებით კვება. ის ძირითადი ინგრედიენტები, რომელიც დანამატის სახით შედის ბავშვთა კვებაში, გათვლილია პატარას სწორ ფიზიკურ და ფსიქომოტორულ განვითარებაზე. აუცილებლად საკვები უნდა იყოს ისეთი კონსისტენციის, რომ ბავშვი მიეჩვიოს ღეჭვითი რეფლექსების შესრულებას. პირველი ღეჭვითი რეფლექსი ბავშვს 4 თვის ასაკიდან უმუშავდება. ბრუნვითი ღეჭვითი რეფლექსები უვითარდება 12 თვის ასაკიდან. ფაფები უნდა იყოს ისეთი კონსისტენციის, რომ ბავშვმა შეძლოს ის შემოაბრუნოს პირში, დაღეჭოს. ეს აუცილებელია შემდგომში უკვე ბავშვის პირის აპარატის, მისი არტიკულაციის, ღეჭვითი რეფლექსების გამომუშავებისთვის. იმისთვის, რომ  3-4 წლის ასაკამდე ბავშვი არ იყოს მიბმული დაბლენდერებულ საკვებზე. კვება დავუწყოთ კოვზით უსათუოდ და ბავშვი არ იყოს მიჩვეული ბოთლით კვებაზე. ზოგიერთი 3 წლის ასაკამდე ბოთლით კვებავს ბავშვს, იმიტომ, რომ მიაჩვიეს ასე. ბავშვს უბლენდერებენ, უთხელებენ ფაფებს, ოღონდ როგორღაც შეჭამონ. ამას მე ვეძახი ქცევით დევიაციას, რომელსაც მშობლებიც ჩავდივართ, რომ გავიმარტივოთ ცხოვრება. ქართველებს გვაქვს ასეთი პრობლემა, რომ ბავშვმა ოღონდ ჭამოს და რა სახითაც უნდა იმ სახით მიიღოს, ნებისმიერი სახით.

თავდაპირველად ვიწყებთ ბურღულის ფაფით. ყოველთვის დავიცვათ ექიმის რეკომენდაცია, რომელ თვეზე რომელი ახალი საკვები შევიტანოთ ბავშვთა კვებაში. 7 თვის ასაკიდან ჩავრთოთ ხორცი, ხორცის ბულიონი – არავითარ შემთხვევაში! ბავშვს არ აქვს ბულიონის გადამუშავების უნარი და ის ამოღებულია 2 წლის ასაკამდე. პირველ რიგში, ჩავრთოთ ფრინველის ხორცი, ქათმის ხორცი, ხბოს ხორცი. თევზი 8 თვის ასაკიდან შედის ბავშვის რაციონში. კვერცხის შეტანა ხდება 8-9 თვის ასაკიდან. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ მწყერის კვერცხს, რომელიც მარტივად მოსანელებელია და ჰიპოალერგიულია. ძროხის ცილა, რომელიც ძალიან ტოქსიურია, ბავშვისთვის ძალიან რთული მოსანელებელია. ძროხის რძე დავიწყოთ ერთი წლის ასაკიდან. 8 თვის ასაკიდან შეიძლება დავიწყოთ პურის გამოყენება. არავითარ შემთხვევაში პური არ უნდა იყოს ჩაფხვნილი საკვებში. პურის გამოყენებას ვიწყებთ იმიტომ, რომ ბავშვმა ღეჭვა ისწავლოს. ბებიები თვლიდნენ, რომ ჩაფხვნილი პურით უკეთ ნაყრდება ბავშვი, მაგრამ დანაყრებაში არ არის საქმე, საქმე სარგებლიანობაშია. რას ვაჩვევთ ბავშვს და რატომ ვაჩვევთ,“- თქვა პედიატრმა.

გაზიარება
წინა პოსტი

„სუხიშვილები“ open air-ზე მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

შემდეგი პოსტი

როგორ გავიგოთ გვაქვს თუ არა ჯადო

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'