TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა, რომლის თანახმად, სიგარილა, სიგარის მსგავსად, სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე გაიყიდება. ბიზნეს ომბუდსმენისა და პარლამენტის დეპუტატების მიერ წარდგენილი ინიციატივა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა და თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის უხეში დარღვევაა, – ამის შესახებ აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის პარლამენტისადმი მიმართვაში.

„გასაკვირია, რომ პარლამენტი, რომლის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა უნდა იყოს, მხარს უჭერს თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელ ბიზნეს სუბიექტებს. დეპუტატები, სამწუხაროდ, საზოგადოების ჯანმრთელობის ინტერესების მოწინააღმდეგეებად გვევლინებიან და ამ სრულიად გაუმართლებელი ქმედების ახსნას ცდილობენ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების მუქარით, თითქოსდა ისინი ბაზრიდან გავლენ. მუქარა აბსურდულია. თუკი  კომპანიები მართლაც დატოვებენ ბაზარს, დავკარგავთ არა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, არამედ მომაკვდინებელ პროდუქტს, რაც ეკონომიკას არანაირ ზიანს არ მიაყენებს. ბაზარს აქვს უნიკალური თვისება – მყისიერად ავსებს გამოთავისუფლებულ ადგილს. გავიხსენოთ დახურულ სივრცეებში მოწევის აკრძალვის კანონის მიღება: ინდუსტრია მაშინაც „აპოკალიფსს“ წინასწარმეტყველებდა, თითქოს სამასპინძლო ბიზნესი გაკოტრდებოდა. ფაქტია, კანონის ამოქმედებიდან ექვსი წლის განმავლობაში, სამასპინძლო სექტორში სწორედ ის პოზიტიური პროცესები განვითარდა, რასაც საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე ველოდით.

რაც შეეხება ბოლო საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივას სადა შეფუთვით რეალიზაციის შესახებ: ნორმის ოთხჯერ გადავადებისა და ძალაში შესვლის 7-წლიანი მოლოდინის შემდეგ, რეგულაციიდან კონკრეტული სახეობის თამბაქოს ნაწარმის ამოღების მოთხოვნა და მისი მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის მხრიდან აძლიერებს ეჭვებს კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით.

საქართველო თამბაქოს კონტროლის მოდელური ქვეყანა უნდა ყოფილიყო და კონტროლიდან თამბაქოს დასრულების პოლიტიკისკენ უნდა წავსულიყავით. ამის ნაცვლად, ბოლო ორი წელია ინტენსიურად ხდება ამ მიმართულების შესუსტება და თამბაქოს ინდუსტრიის გაძლიერება, განსაკუთრებით ახალი ტიპის პროდუქტების უკანონო პოპულარიზაციის ხელშეწყობის კუთხით.

მივმართავთ საკანონმდებლო ორგანოს, აღასრულოს პირდაპირი მოვალეობა, დაიცვას მოსახლეობის ჯანმრთელობის ინტერესები და ყველაფერი გააკეთოს საზოგადოების ინტერესების დამაზიანებელი საკანონმდებლო ცვლილებების აღსაკვეთად და პირნათლად შეხვდეს მოახლოებულ 31 მაისს, მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღეს, რომლის დევიზიც წელს არის: „ჩამოხსენი ნიღაბი თამბაქოს ინდუსტრიას!“, – აღნიშნულია მიმართვაში.

გაზიარება
წინა პოსტი

რამდენად იყიდით უცხოურ ვალუტას 29 მაისს

შემდეგი პოსტი

“ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ფინანსები, მისი ფინანსების დაბრუნების შესაძლებლობა”-ირაკლი კუპრაძე

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'