TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

სიღარიბის დონე განახევრდა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

“სიღარიბის დონე პანდემიამდელ მაჩვენებელთან, 2019 წელთან შედარებით განახევრდა “, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ მონაცემებშია აღნიშნული.

 

მათივე განმარტებით, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 90 ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო, 2019 წელთან შედარებით 378 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს.

 

“2024 წელს ეკონომიკის მაღალი ზრდის ფონზე სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.

 

საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც გულისხმობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრით წილს, 2024 წელს წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა (ორნიშნა მაჩვენებელს პირველად ჩამოცდა) და რეკორდულად დაბალი 9.4 პროცენტი შეადგინა. სიღარიბის დონე პანდემიამდელ მაჩვენებელთან – 2019 წელთან შედარებით განახევრდა – 10.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა

 

(19.5%-დან 9.4%-მდე). 2024 წელს 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 90 ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 378 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს (2024 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 346.8 ათასს, 2023 წელს 438.6 ათასს, ხოლო 2019 წელს 725.5 ათას).

 

სიღარიბის დონის კლებას ხელი შეუწყო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, კერძოდ გაიზარდა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი

 

ხელმისაწვდომობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, რაც სიღარიბის შემცირების და დასაქმების ზრდის ბუნებრივ გზას წარმოადგენს.

 

სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და როგორც სოფლად, ასევე ქალაქად.

 

კერძოდ, 0-17 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში სიღარიბის დონე შემცირდა 4.0 პროცენტული პუნქტით და 12.1 პროცენტი შეადგინა, 18-64 ჯგუფში შემცირდა 2.1 პროცენტული პუნქტით და 9.3 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო 65+ ჯგუფში 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.7 პროცენტი შეადგინა.

 

სიღარიბე შემცირდა სოფლადაც და ქალაქადაც. სოფლად სიღარიბე შემცირდა 3.7 პროცენტული პუნქტით (შეადგინა 11.9%), ხოლო ქალაქად 1.6 პროცენტული პუნქტით (შეადგინა 7.8%)”,- აღნიშნულია კონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
წინა პოსტი

საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი შემცირდა – საქსტატი

შემდეგი პოსტი

ყაველაშვილის ადმინისტრაცია 4 ფოტოაპარატის და 10 ობიექტივის ყიდვას გეგმავს 150 380 ლარად

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'