TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, ჩვენ ეს არავისგან გვესწავლება – ირაკლი კობახიძე

მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, ჩვენ ეს არავისგან გვესწავლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რითაც საფრანგეთისა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პოლონეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, სტატისტიკა ცხადყოფს, როგორია ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს სტუმრების მიმართ და ასევე, როგორია ქართველების მიმართ დამოკიდებულება შესაბამის ქვეყნებში.

 

„როდესაც 33 ათასზე მეტი მოქალაქე შემოდის ქვეყანაში და აქედან მხოლოდ 16-ს ეთქმება უარი, ეს ხომ ყველაფერს ცხადყოფს. პირიქით, პოლონეთის სტატისტიკა რომ ავიღოთ, 750 საქართველოს მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე. ყველაფერი ნათელია, ყველაფერი არის აბსოლუტურად ცხადი. არავითარ აქციებში არ მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეები, როდესაც მათ უარი უთხრეს პოლონეთში შესვლაზე.

 

რაც შეეხება აქციებში მონაწილეობას, ეს რომ არის გამოტანილი ერთ-ერთ საკითხად ამ განცხადებებში, ეს არის გაუგებარი. რა ესაქმება 150-კაციან აქციებზე 5-6 უცხოელ მოქალაქეს? ამაზე უნდა გასცეს შესაბამისმა სახელმწიფომ პასუხი.

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტატისტიკა რომ ავიღოთ, ერთი მხრივ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული სტატისტიკა და მეორე მხრივ, პოლონეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან დაკავშირებული სტატისტიკა, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი – როგორია ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს სტუმრების მიმართ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი, ამას ცხადყოფს სტატისტიკა და როგორია ქართველების მიმართ დამოკიდებულება შესაბამის ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში და საფრანგეთში, რასაც ცხადყოფს შესაბამისი სტატისტიკა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ცნობისთვის, საფრანგეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოგზაურობამდე ინფორმაცია მოიპოვონ ფაქტორებზე, რომელმაც შესაძლოა საქართველოში არშესვლის რისკის წინაშე დააყენოს, მათ შორის პროტესტებში მონაწილეობა და სოციალურ მედიაში აქტიურობა.

 

ამასთან, პოლონეთის საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს: „საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის უარის მრავალი ფაქტის გამო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის რისკს, მათ შორისაა დემონსტრაციებში მონაწილეობა“.

გაზიარება
წინა პოსტი

საქართველოში სახელმწიფო ტერორად იქცა: მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა – მათი შეჩერების დროა! – სალომე ზურაბიშვილი

შემდეგი პოსტი

ნიკა მელია დააკავეს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'