TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმების ფონზე, მაქსიმალური მოთმინებით, დაკისრებული მოვალეობები საუკეთესოდ შეასრულეთ – შალვა პაპუაშვილი

გილოცავთ პოლიციელთა პროფესიულ დღეს – დღევანდელი დღე იმ უდიდეს პასუხისმგებლობას გვახსენებს, რომელიც პოლიციელებს ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების წინაშე აკისრიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლიციელების როლი გადამწყვეტია უსაფრთხო გარემოსა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში.

„თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო სამ ძირითად სვეტზე დგას, ესაა თავისუფლება, თანასწორობა და მართლწესრიგი. პოლიციელთა საქმიანობა სამივე მათგანის დაცვას ემსახურება. უკანასკნელ პერიოდში თქვენ მოგიწიათ განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა, მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენა, რათა დაგეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხო გარემო. შიდა თუ გარე რადიკალური ჯგუფები ცდილობდნენ, რომ ძალადობრივი დემონსტრაციები წესად და ნორმად ექციათ, თუმცა ამის საშუალება მათ არ მიეცათ. თქვენ კვლავ დაამტკიცეთ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმების ფონზე, მაქსიმალური მოთმინებით, დაკისრებული მოვალეობები საუკეთესოდ შეასრულეთ და პროცესებიც სათანადოდ მართეთ.

ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს. ის, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, დემოკრატიის მტერია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, ძალადობის დროს, სახელმწიფოს არამხოლოდ მოქმედების უფლება აქვს, არამედ – ვალდებულება.

„თქვენ სახელმწიფოს ეს ვალდებულება პირნათლად შეასრულეთ, წარმატებით გაუმკლავდით საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას და ღირსეულად დაიცავით საქართველოს სუვერენიტეტი. თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში რისკავთ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რათა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ვიცხოვროთ. თქვენი საქმიანობა დაუღალავ შრომას, მოთმინებას, სიმამაცესა და თავდადებას გულისხმობს. ეს ის ძალისხმევაა, რომელიც ხშირად უხილავია, თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანი და ღირებული. მინდა გავიხსენო და პატივი მივაგო იმ პოლიციელების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მშვიდი გარემოს შექმნას. მათი სიმამაცე სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

ზოდიაქოს 3 ნიშანი ივნისში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს

შემდეგი პოსტი

ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა – ირაკლი კობახიძე

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'