TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

მედია “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს

მედია “აპრილის” ინფორმაციით, დააჯარიმეს გამოცემის მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე გზის უკანონო გადაკეტვის საფუძვლით სამართალდარღვევის ოქმი ჟურნალისტს 4 აპერილს შეუდგინა.

 

როგორც “აპრილში” აცხადებენ, ღოღობერიძემ ოქმი წერილობით გაასაჩივრა და ზეპირადაც განუმარტა უწყებას, რომ ის აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. თუმცა, შსს-მ საჩივარი არ დააკმაყოფილა. დადგენილებაში, რომელიც ღოღობერიძეს ჩააბარეს ის მოხსენიებულია აქციის მონაწილედ.

 

“გასაჩივრების შემდეგ, მათ მტკიცებულებები მოითხოვეს, კერძოდ, გამოქვეყნებული მასალები. მედია აპრილმა უწყებას არაერთხელ განუმარტა, რომ ჟურნალისტური მოვალეობის შესრულება არ გულისხმობს მხოლოდ შესაბამისი მასალის პროაქტიულად გამოქვეყნებას და შეიძლება ჟურნალისტი კვირების და თვეების განმავლობაში იძიებდეს კონკრეტულ საკითხს, რომელიც გამოქვეყნდება მოგვიანებით ან, შეიძლება, მიზეზთა გამო, საერთოდ ვერ გახდეს საჯარო.

 

აღვნიშნეთ ისიც, რომ ჟურნალისტური საქმიანობაა მასალის შეგროვება შემდგომი გაშუქების მიზნითაც, ასევე, პროცესებზე დაკვირვება და ა.შ. ამასთან, შეიძლება ჟურნალისტი ტერიტორიაზე მუშაობის მიზნით იმყოფებოდეს და აკვირდებოდეს პროცესებს, ხოლო გაშუქება ან არ გაშუქება გადაწყვიტოს მიმდინარე ამბის საინფორმაციო ღირებულებიდან გამომდინარე. ეს მხოლოდ სარედაქციო გუნდის გადასაწყვეტია, რაც შსს-ს არაერთხელ განემარტა.

 

მიუხედავად ამისა, უწყებას მედია აპრილის მიერ იმ დღეს მომზადებული მასალები მივაწოდეთ და კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით”, – წერია “აპრილის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ხატია ღოღობერიძე ჯარიმის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს აჯარიმებენ. გუშინ, 30 მაისს, 5000-ლარით დააჯარიმეს ჟურნალისტი ნათია გოგსაძე. ერთი კვირის წინ, 23 მაისს, ასევე, 5000 ლარით დააჯარიმა “პუბლიკას” ჟურნალისტი, მარიამ ქავშბაია. არაერთი ჯარიმა აქვს OC Media-ს დამფუძნებელს, მარიამ ნიკურაძეს.იგივე საფუძვლებით დაჯარიმებულია კიდევ არაერთი ჟურნალისტი.

გაზიარება
წინა პოსტი

ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა

შემდეგი პოსტი

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მოგებული ჩემპიონთა ლიგა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'